"თავიდანვე ცნობილი იყო, როდესაც უზენაესმა სასამართლომ საქმის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის თაობაზე განჩინება გამოიტანა. იმავე განჩინებაში მითითებული იყო, რომ განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდებოდა, ეს არავისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ჩვენ ველოდით, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე იქნებოდა განხილვა, უბრალოდ თარიღი არ იყო არავისთვის ცნობილი. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ უზენაესმა სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს და უარს ეტყვის ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე. ვნახოთ, დაველოდოთ, საბოლოო სიტყვა საკასაციო სასამართლოზეა. ამ ეტაპზე მხარეებმა ყველა შესაძლებლობა ამოვწურეთ ყველა შესაძლებლობა. ყველა საპროცესო მოქმედება განხორციელებულია და აქიდან გამომდინარე სასამართლოზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება. თუმცა არ არის გამოსარიცხი ის რომ შესაძლებელია სააკასაციო სასამართლომ ვინაიდან დასაშვებად სცნო სააკასაციო საჩივრები, არ არის გამორიცხული, რომ მსჯელობისას რაიმე შეკითხვები გაჩნდეს და საფუძველი გაჩნდეს მხარეები მოიწვიონ ზეპირ მოსმენაზე ან საერთოდ დააბრუნოს საპელაციო ინსტანციაში, არ ვიცი, ყველაფერი დამოკიდებულია საკასაციო სასამართლოზე"- უთხრა "ნიუპოსტს" პაატა სალიამ.
უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვას 21 ნოემბრიდან დაიწყებს. არხის იურისტები მოითხოვდნენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ტელეკომპანიის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარმართულიყო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
რუსთავი 2-ის ადვოკატებისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა კი 25 იანვარია.
მასალის გამოყენების პირობები






