რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლო 21 ნოემბერს იმსჯელებს - რა მოთხოვნები აქვთ იურისტებს
სამართალი - 15:15, 16 Nov, 2016     2045
უზენაესმა სასამართლომ რუსთავი2-ის საჩივრების განხილვის თარიღი დაასახელა. ტელეკომპანიის საქმეზე უმაღლესი სასამართლო ინსტანცია 21 ნოემბერს იმსჯელებს, თუმცა არხის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, განხილვას მხარეები არ დაესწრებიან და განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება. აღნიშნულ ფაქტს ტელეკომპანიის იურისტები მიუღებლად მიიჩნევენ.

რუსთავი2-ის იურისტის თამთა მურადაშვილის თქმით, ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პატიოსნებისა და პროფესიული ღირსებს იმედად არიან დარჩენილები:

„ეს დავა არაა სუფთად სამართლებრივი, რადგან ამ შემთხვევაში პირველივე ინსტანციაში სულ სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამ ლოგიკიდან და გასული პრაქტიკიდან გამომდინარე შესაძლოა გადაწყვეტილება არ იყოს სამართლიანი და დადგეს სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო განაჩენი რეალურად. გარკვეული იმედი მაინც არის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც ამხელა ტვირთი აწევთ და პასუხისმგებლობა აქვთ, ვართ მათი პატიოსნებისა და პროფესიული ღირსებს იმედად დარჩენილები“- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

რუსთავი2-ის ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის ქვედა ინსტანციებში უნდა დაბრუნდეს:

„გამომდინარე იქიდან, რომ უზენაესმა სასამართლომ რეალურად ცნო ქვედა ინსტანციებში საპროცესო დარღვევების ფაქტი, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით. წესით და რიგით მან საქმის განხილვა ქვედა ინსტანციაში უნდა დააბრუნოს. თუმცა გამორიცხული არაა, რომ სხვა გარე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, გამომდინარ იქიდან, რომ რ2-ის საქმე თავიდანვე არ იყო სამართლებრივი დავა კერძო პირებს შორის, არამედ იყო პოლიტიკური საქმე. შესაბამისად ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად პრიციპულები იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები“- განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

საქმის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის იმედი აქვს ქიბარ ხალვაშის მხარეს. ხალვაშის უფლებადამცველი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაში პრობლემას ვერ ხედავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42