ბიძინა ივანიშვილი გუშინ ჩიბათის სკოლას ასწლოვანი ჭადრის სანახავად სტუმრობდა
რეგიონები - 21:40, 14 Nov, 2016     24222
ბიძინა ივანიშვილი გუშინ ჩიბათის სკოლას ასწლოვანი ჭადრის სანახავა სტუმრობდა.
როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გუშინ ლანჩხუთს სტუმრობდა.

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში, მისი სტუმრობის მიზანი, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, სკოლის ეზოში მდებარე ასწლოვანი ჭადრის ხე იყო.
როგორც ჩიბათელები "გურიის მოამბესთან" აცხადებენ, ივანიშვილი სოფელში გუშინ, დღის მეორე ნახევარში რამდენიმე თანხმლებ პირთან ერთად მივიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ათავილიერებდა მიმდებარე ტერიტორიას:

"მანქანით მოვიდა, ეზოში დიდხანს უტრიალეს ჭადრის ხეს, მერე მდინარეს გადახედა, რომელიც გვერდით ჩაუდის სკოლას და უკან გაბრუნდნენ. ძალიან გვინდოდა ახლოს მისვლა, მაგრამ საშუალება არ მოგვეცა"-გვეუბნებიან თვითმხილველები.

აღნიშნულზე "გურიის მოამბე" ჩიბათის სკოლის დირექტორს, მამუკა იმნაიშვილს დაუკავშირდა. როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, გუშინ მას სკოლის ეზოში ექსპრემიერი არ უნახავს, რადან არასამუშაო დღე იყო და სახლში ადრე წავიდა, თუმცა ის, რომ ივანიშვილი ჩიბათში იმყოფებოდა, სოფელში ამაზე საუბარი მოისმინა:

"პირადად მე მაგ დროისთვის სკოლაში არ ვიყავი. ოლიმპიადა ტარდებოდა და 2 საათისთვის წამოვედი სკოლიდან. რამდენიმემ თქვა, რომ ბატნი ბიძინა იმყოფებოდა სოფელში. თუმცა, ცოტა უცნაურად მეჩვენება მოსულიყო სკოლის ეზოში, ხის სანახავად. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით"-გვითხრა იმნაიშვილმა.

კითხვაზე, რა პოზიცია ექნება, თუ სკოლის ეზოდან ყოფილი პრემიერი ასწლოვანი ჭადრის გადარგვას მოითხოვს, გვპასუხობს, რომ ჭადრის ხე სკოლის ეზოშია,ის სკოლას და ბავშვებს ეკუთვნით და სხვა გადაწყვეტილების თაობაზე ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42