„იყო პერიოდი, როდესაც კენჭისყრა იყო ღია და ასეთ შემთხვევაში ხდება გადაწყვეტილების დასაბუთება, მაგრამ კანონმდებლობამ 2012 წლის შემდეგ თქვა, რომ მოსამართლეთა არჩევა-დანიშვნის წესი უნდა იყოს ფარული, თუ ფარულია იქ უკვე დასაბუთება შეუძლებელია, ვინაიდან ფარული კენჭისყრის დროს არავინ არ იცის ვინ კონკრეტულ კანდიდატს მისცა ხმა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ან კანონმდებელი მიიჩნევს, რომ რაღაც არის შესაცვლელი ან დასამატებელი კანონში. შესაბამისად ჩვენ ვიმოქმედებთ ახალი კანონის შესაბამისად. ვიდრე მოქმედებს კანონი, ჩვენ ვმოქმედებთ არსებული კანონით, რა თქმა უნდა იდეალური არაფერი არ არსებობს, შეიძლება ცვლილებების მიღება, შეიძლება ახალი კანონის მიღება, ან დახვეწა, მაგრამ ის რომ საბჭომ არ დანიშნოს მოსამართლე და ეს არაკონსტიტუციურად მივიჩნიოთ, არასწორი. თუმცა საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის”, - განაცხადა მურუსიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა შემადგენლობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხი არსებით განხილვაში დააბრუნა.
მასალის გამოყენების პირობები






