76 წლის ქალბატონის სასტიკი მკვლელობა - ბრალდებულთა ადვოკატები საქმის დაყოფას ითხოვენ
სამართალი - 12:45, 09 Nov, 2016     17601
თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები საქმეების დაცალკევებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადებით სასამართლო კოლეგიას დათა კვარაცხელიასა და ავთანდილ ამირანაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.

გამოძიება ორივე დაკავებულს დანაშაულის დაფარვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ ერთი მუხლი ედება ბრალად - მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. სხვა პირებს კი ბრალი მკვლელობის მუხლით ედებათ. შესაბამისად საქმეების ცალკე დაყოფა უნდა მოხდეს და დათა კვარაცხელიას მიმართ ცალკე გაგრძელდეს. ამის შემდეგ სხდომაც გაიხსნება, რადგან ის არასრულწლოვანი არ არის. საქმეში მხოლოდ ერთი პირია არასრულწლოვანი. ერთ-ერთი დაკავებული კვარაცხელიას ნათესავია, გამოძიების არგუმენტია, რადგან ნათესავი იყო უნდა სცოდნოდა"- აღნიშნა ადვოკატმა ნიკა სადრაძემ.

ავთანდილ ამირანაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

"ტრუპი ავიკიდე და გოგო ლაპარაკობს, რომ დედაჩემის ტრუპი, ეს იყო სიცილ-ხარხარით გამონათქვამი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სერიოზულ ინფორმაციად ვერ აღიქვა. იმის მიღმა რაც საქმეში დევს და გამოძიებაში მტკიცებულების სახით მოპოვებულია მეტი არაფერი არ არსებობს. ჩვენი მოთხოვნაა არასრულწლოვნის საქმე ცალკე იყოს და სრულწლოვანების საქმე ცალკე იქნას განხილული"- აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი დანაშაული წინა კვირას მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ასაკოვანი დედა 18 წლის გოგონამ მეგობრებთან ერთად მოკლა. ფაქტთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული აქიდან ერთ-ერთი არადრულწლოვანია.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილის ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა. აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42