სასულიერო პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა ედება ბრალად- სასამართლოს განცხადება
სამართალი - 19:22, 07 Nov, 2016     4139
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაცით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით 4000 ლარიანი გირაო შეეფარდა, საპატიმრო უზრუნველყოფით.

როგორც "ნიუპოსტს" სასამართლოდან აცნობეს, სასულიერო პირს ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა ედება.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინა სასამართლო სხდომის კოლეგიამ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ ოთარ ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა, ხოლო გიორგი მ.-ს გირაო 4000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 45 დღე. წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი მ.-ს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა, ხოლო ბრალდებულ ოთარ ს.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და გადაზიდვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, მასვე ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა. სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ოთარ ს. არის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისათვის, ამასთან, მას ბრალად ედება განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ბრალდებულის კონტაქტები ქვეყნის გარეთ და შესაბამისად მიიჩნია, რომ არსებობს მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი მ.-ს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება რომ ბრალდებული არაა წარსულში ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 15 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება."- აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42