როგორც "ნიუპოსტს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ორ თანამშრომელს თავს დაესხა სამი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთმა ცივი იარაღით უმძიმესი ჭრილობა მიაყენა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს, რის გამოც დაშავებულს მძიმე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
"დღეს სახლახო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც მან მთავარპროკურატურას მიმართა, რათა მოხდეს ბრალდებულ შ.კ-ს მიმართ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყება. სამწუხაროდ, უჩა ნანუაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება არის ცალმხრივი, სუბიექტური, არ ასახავს მომხდარი ფაქტის რეალურ გარემოებას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.
2016 წლის 31 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისორ თანამშრომელს თავს დაესხა სამი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთმა ცივი იარაღითუმძიმესი ჭრილობა მიაყენა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს. მას ჩაუტარდათირკმლის ურთულესი ოპერაცია, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო საჭირო გახდათირკმლის ამოკვეთა. ამჟამად საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მდგომარეობა კვლავმძიმე რჩება. სწორედ ამიტომ, საგამოძიებო სამსახური სახალხო დამცველს მოუწოდებს, თავიშეიკავოს ცალმხრივი, გადაუმოწმებელი და სრულიად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რასაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. გარდა ამისა, გამოძიებისობიექტურად წარმართვა პირველ რიგში სწორედ ჩვენი სამსახურის ინტერესებშია, რათამომხდარ ფაქტზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება"- წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






