კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ჟვანიას თქმით ის მოსამართლეები, რომლებმაც გახმაურებული საქმეების პლენუმის მიერ განხილვის საკითხი დააყენეს, უფრო მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ, შესაბამსად ეს პროცესები უკვე კითხვებს აჩენს:
„გახმაურებულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის კაბელების თემა, რუსთავი 2-ის საკითხი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს პროცესები გაჭიანურდება და დროში გაიწელება იმიტომ, რომ ახალი მოსამართლეები გაეცნონ ამ საქმეებს. კონკრეტულმა მოსამართლეებმა დააყენეს საკითხი აღნიშნული მოსამართლეების პლენუმის მიერ განხილვასთან დაკავშირებით, ეს მოსამართლეები უკვე უფრო მაღალ პოზიციებს იკავებენ საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს ავტომატურად გააჩენს დამატებით კითხვებსაც, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს,“-განაცხადა ვახტანგ ჟვანიამ.
დავით ზედელაშვილის შეფასებით ახალი შემადგენლობა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიმართ დათმობის პოლიტიკას გამოიყენებს:
„მოლოდინი არ უნდა გვქონდეს ჩემი აზრით, რომ დათმობის პოლიტიკის გარდა რაიმე სხვა პოლიტიკა აღნიშნულ შემადგენლობას ექნება, პოლიტიკური ხელისუფლების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიმართ,“-აღნიშნა დავით ზედელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






