"ჩემი შტაბის ხელმძღვანელი და დამკვირვებლები ყველა გაიყიდა"...აკაკი ჩხაიძის პირველი კომენტარი
რეგიონები - 16:45, 02 Nov, 2016     7115
ლანჩხუთ-ჩოხატაურის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი, აკაკი ჩხაიძე მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით "გურიის მოამბესთან" პირველ, ვრცელ კომენტარს აკეთებს.

ჩხაიძის განმარტებით, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში არჩევნები გაყალბდა, მისმა კონკურენტმა კი ამომრჩევლების მოსყიდვაზე დიდი თანხა დახარჯა:

"მოლოდინი მქონდა გამარჯვების. მე ფაქტიურად ყველა გამოკითხვა და რეიტინგი მარწმუნებდა, რომ მეორე ტურში არ დავმარცხდებოდი. გურიასთან ჩემი სიახლოვე, გაკეთებული საქმეები, მაძლევდა იმის იმედს, რომ წარმატებას მივაღწევდი, მაგრამ, რაც ჩემმა კონკურენტმა ქალბატონმა წილოსანმა და მამამისმა იკადრეს, მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგონია. ვერ წარმოვიდგენდი თუ დეპუტატობისთვის ამდენ სიბინძურეს გააკეთებდნენ. იყიდეს ყველა, დაწყვებული ჩემი შტაბიდან, დამთავრებული დამკვირვებლებით. შტაბის ხელმძღვანელი, ვახტანგ გაჩეჩილაძე არჩევნებამდე 5 დღით ადრე საერთოდ დამემალა და აღარ გამოჩენილა. დამკვირვებლებს თითი არ გაუნძრევიათ არჩევნების დღეს. არ მოველოდი ასეთ მდაბიო საქციელს.

არჩევნების დღეს, მთელი უბნები, ლანჩხუთშიც და ჩოხატაურშიც შემოვიარე და იმდენად დაბალი აქტივობა იყო, ვიფიქრე, ორივე მუნიციპალიტეტში 5 ატასი ამომრჩეველიც არ იქნება-მეტქი. 5 საათზე დადეს მონაცემები, 9 ათასი მოვიდაო, 8 საათისთვის კი 27 ატასიო. ეს არის გამორიცხული. ისეთი კოკისპირული წვიმა იყო, გარეთ ვერ გამოდიოდა ვერავინ. უბრალოდ ჩაყარეს ბიულეტინები. მოისყიდეს ამომრჩევლები, ჩემი მხარდამჭერები და ამის შედეგებზე იზეიმეს გამარჯვება. პირდაპირ გეუბნებით, ამ ხნის კაცი ვარ და მსგავსი არც კი გამიგონია არაფერი, რაც გურიაში მოხდა"-გვითხრა ჩხაიძემ.

"გურიის მოამბე" დაუკავშირდა დეპუტატობის კანდიდატის ჩოხატაურის შტაბის ხელმძღვანელს, ვახტანგ გაჩეჩილაძეს: "ეს გითხრათ ჩემზე ბატონმა აკაკიმ? ასეთი წარმოდგენა აქვს ჩემზე? ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე არაფერს არ ვიტყვი, არანაირ კომენტარს სხვას არ გავაკეთებ. უბრალოდ, მოიკითხეთ მასთან, საერთოდ გადაწყვეტილად რატომ ვერ ამბობდა, აგრძელებდა თუ არა ბრძოლას მეორე ტურში. მე იქ არც დავდიოდი. მონახაზი, ყველაფერი მქონდა გაკეთებული, მაგრამ არავის დაუძახია"

_კი მაგრამ, ბატონო ვახტანგ, მე როცა დაგირეკეთ აკაკი ჩხაიძის გადაცეაში მოწვევასთან დაკავშიებით, ხომ მითხარით, რომ შტაბში იყავით და დაელაპარაკებოდით ბატონ აკაკის?

_ ასე არ იყო. მე გითხარით, გადაწყვეტილებას დაველოდები მეტქი. მე არასოდეს არ გავყიდულვარ და კითხეთ შტაბის სხვა წევრებს ვინ ვარ და გეტყვიან.-გვითხრა გაჩეჩილაძემ.

აკაკი ჩხაიძე მეორე ტურში, "ოცნების" კანდიდატს, ნინო წილოსანს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით დამარცხდა.

ავტორი: თეა იოსელიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42