შემზარავი ფაქტი ბათუმში: „მამამ 11 წლის შვილს სასტიკად სცემა და სავარცხელი ფეხის გულებში ურტყა“
სამართალი - 12:57, 02 Nov, 2016     27418
ახალგაზრდა ქალი ყოფილ მეუღლეს 11 წლის შვილის სასტიკად ცემაში ადანაშაულებს - როგორც მოზარდის დედა ირწმუნება, შემთხვევა ბათუმში, 18 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოხდა.

ქალი ჟურნალისტებთან ჰყვება, რომ ბრალდებული ბავშვებებზე და მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

მისი თქმით, არასრულწლოვანის ცემას, მისი 10 წლის ქალიშვილიც შეესწრო. დედის თქმით, ბავშვს მამამ სკოლის გაცდენის მოტივით სცემა.

არასრულწლოცანის დედის თქმით, მან 11 და 10 წლის შვილები მამასთან ერთი საათით დატოვა. ქალი ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებს მომხდარზე რეაგირება იქამდე არ ჰქონიათ, სანამ საქმეში ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი არ ჩაერთო.

მამა შემთხვევიდან 11 დღის შემდეგ დააკავეს, თუმცა წინა კვირას ბათუმის სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"ბავშვები ერთი საათით დავტოვე მამამისთან, მალევე დამირეკა ბავშვმა და მითხრა წამეყვანა. სახლში მისვლისას შევნიშნე, რომ სასტიკად ნაცემი იყო, ზურგის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ხელით სცემა და სავარცხელი ფეხის გულებში ურტყა. ბავშვებს ხშირად სჯიდა, თუმცა მსგავსი ფაქტი, ასე ეცემა პირველად მოხდა. ჩემი ყოფილი ქმარი პირადად მეც ძალიან ხშირად მაყენებდა შეურაცხყოფა​ს, მე და ჩემს შვილებს სახლიდანაც ხშირად გვაგდებდა. დანაც აქვს ჩემთვის დარტყმული, ხელითაც მეხებოდა"- აღნიშნა დაშავებულის დედამ.

მისი თქმით, ქმრის სახლიდან წელიწადნახევრის წინ წამოვიდა, თუმცა სავარაუდო მოძალადესთან ოფიციალურ ქორწინებაში დღემდე იმყოფება.

ხათუნა განცხადებით, 2012 წელს მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა, რის გამოც მოძალადე პატიმრობაშიც იმყოფებოდა.

მისი თქმით, ოჯახში მომხდარ სხვა შემთხვევებზე საპატრულო პოლიციას ხშირად მიმართავდა, თუმცა სამართალდამცავები მხოლოდ შემაკავებელი ოქმის გამოწერით შემოიფარგლებოდნენ.

11 წლის ნაცემი ბავშვის მამა ჟურნალისტებთან საუბრისას 11 წლის შვილის ცემას უარყოფს, თუმცა გაბრაზებას არ მალავს:

"ბავშვებს მე ვუხდი სკოლისა და მეცადინეობის ფულს. ინგლისურის მომზადებაში 160 $ -ს ვიხდი დედამისს კი სკოლაში არ დაჰყავს. 12 დღე არ უვლია, მასწავლებლები მეუბნებიან რომ გარიცხვის კანდიდატია. ბავშვი მე არ მიცემია" - აღნიშნა სავარაუდო მოძალადემ.

დედის ინტერესს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი ფონდი „იალქანი“ იცავს. იურისტი თიკო აბაშიძე აცხადებს, რომ ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს მოძალადისგან ნებისმიერი სქესის, ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობისა და ასაკის ადამიანის დასაცავად.

მისი თქმით, მოძალადეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ქმედება დაუსჯელი არ დარჩება.

აბაშიძის ინფორმაციით, ოჯახი საფრთხეშია, რადგან მამაკაცი მათ ამ დრომდე ემუქრება.

"პოლიციისგან ისმის არასასიამოვნო მესიჯები: როცა ერთი საათის დაკავებულ მოძალადეზე პოლიცია გეუბნება, რომ სამ დღეში თავისუფალი იქნება, ეს მსხვერპლის დაცულობა არ არის"- აცხადებს აბაშიძე.

საქმეში ჩაერთო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

11 წლის შვილის ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ამასთან მღებრიშვილის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირი პასუხისგებაში ერთხელ იყო მიცემული.

„2012 წელს იყო პასუხისგებაში მიცემული მეუღლის ცემის გამო. 2016 წლის მაისში კი, გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ბოლო ფაქტზე, როცა ბავშვი იყო ნაცემი, პოლიციამ მამა დააკავა და 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს, თუმცა, სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვა. პოლიციას ყველა შეტყობინებაზე ჰქონდა რეაგირება“, – აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42