ქალაქ ოზურგეთის მერმა საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
რეგიონები - 18:06, 01 Nov, 2016     1796
დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ საზოგადოებას 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაციას გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე, მერის მოადგილე კობა დუნდუა, საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, დეპუტატები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ბეგლარ სიორიძემ ამომრჩეველს ქალაქის მერიის ყველა სამსახურის მიერ ერთი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მერის ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროექტებს დაეთმო.

“პირველად ქალაქ ოზურგეთის ისტორიაში, მერიის არსებობის პერიოდში, დაიწყო ქალაქის იერ-სახის ძირეული რეკონსტრუქცია. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა მასშტაბური და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები. “ - აღნიშნულია მერის ანგარიშში.

ბეგლარ სიორიძე საზოგადოებას სოციალური მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა. მიმდინარე წელს, სოციალური სფეროსთვის, ბიუჯეტიდან გაიცა 611 628 ლარი, რის შედეგადაც მერიამ დახმარება ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 2 753 მოქალაქეს გაუწია. გასულ წელთან შედარებით, 2016 წელს ქალაქის მერიამ პროგრამული დახმარება ორჯერ მეტ ბენეფიციარს გაუწია და მოქალაქეთა განცხადებების 97% დააკმაყოფილა.

,, პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩვენი საქმიანობის ყველა სფერო მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა. შესაბამისად, ქალაქის მერიამ სამუშაო პრიორიტეტებიც საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით შეიმუშავა.

წელსაც, ისევე, როგორც შარშან, უმთავრეს პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა განისაზღვრა. შესაბამისად, ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მიმართულების განვითარებას მოხმარდა.

2016 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, რისი უმთავრესი მიზანიც ქალაქის განვითარება და თითოეული მოქალაქისთვის პერსპექტიული გარემოსა და სტაბილური მომავლის შექმნა გახლდათ.“ - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

დასასრულს ბეგლარ სიორიძემ კოორდინირებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42