„აუცილებლად მოხდება დაზარალებულის უფლებამონაცვლის დაკითხვა მის მიერ დღეს საჯაროდ გაცხადებული ფაქტების ირგვლივ. რაც შეეხება ფაქტს, რომ წერილი არ არის დაწერილი გარდაცვლილის მიერ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ წერილზე ჩატარებულია ექსპერტიზა, და უტყუარად არის დადგენილი, რომ ეს დაწერილია გარდაცვლილის მიერ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღევანდელი მტკიცებულება არ დასტურდება, თუმცა ვაპირებთ და უკვე შევეხმიანეთ დაზარალებულ მხარეს. იგი დაბარებულია და დაიკითხება მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
დემურ სტურუას დედამ დღეს სკანდალური განცხადება გააკეთა მისი თქმით, მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი შესაძლოა უდანაშაულო იყოს და დემურ სტურუას მკვლელი თავისუფალი იყოს. ნონა ჯოჯუას თქმით მას მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და ღამის საათებში მის სახლში უცხო პირებმა რამდენჯერმე სცადეს შეღწევა.
მასალის გამოყენების პირობები






