თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ავრცელებს:
”მძიმე მდგომარეობაში არ არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაული გახსნილია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, - განაცხადა მღებრიშვილმა.
თბილისში, ბახტრიონზე, წუხელ ორი 19 და 24 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ ძმები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
როგორც ირკვევა, დანაშაული 162-ე სკოლის სკოლის ტერიტორიაზე, მოედანზე მოხდა.
ადგილობრივებმა 7 გასროლის ხმა გაიგეს და სასწრაფოსაც სწორედ მათ გამოიძახეს. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ. შედარებით მძიმეა ერთ-ერთის 19 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.
მასალის გამოყენების პირობები






