იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეებს, რომლებსაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ამოეწურათ, კენჭი უყარეს, საბჭომ 12-ვე მათგანი უვადოდ დანიშნა. მათ შორის ერთ-ერთი ნატა ნაზღაიძეა. ნაზღაიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.
"როგორ ართმევს მოსამართლე გახმაურებულ საქმეებს თავს, ზოგადი შეკითხვები დასმული იქნა. არა მარტო იმ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვინც თქვენ გაინტერესებთ, არამედ სხვა მოსამართლეების მიმართაც. კონკრეტულ თემებზე საუბარი არ ყოფილა, მარტო რუსთავი 2-ის საქმეზე კი არა, არის სხვა გახმაურებული საქმეებიც. კონკრეტულად არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ზოგადად კითხვები დაისვა კანდიდატების მიმართ და ითქვა, რომ ისინი როგორ ართმევენ გახმაურებულ საქმეებს თავს და როდესაც არის საზოგადოების მაღალი ინტერესი, როგორ მოქმედებენ," - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






