შალვა ხუციშვილის განცხადებით, დაზარალებულმა უკვე მისცა ჩვენება დღეს კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.
„ყველას დაკითხვა მოხდება. მინიმუმ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ უნდა დაკითხოს. ამ გამოძიებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ“- განაცხადა შალვა ხუციშვილმა, მისი განმარტებით დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, საქმეზე ძიება 178-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც ხიზაძე აცხადებს, მაშინ როცა ის სოფელ მუსხში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, მას გზა გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა წაართვეს. ფიზიკურ ზეწოლაში ხიზაძე კონკრეტულად ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილ უფროსს გია ბალიაშვილს ადანაშაულებს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ნიკოლოზ ხიზაძე ახალციხის პოლიციაში დახლოებით სამი საათის განმავლობში იკითხებოდა
მასალის გამოყენების პირობები






