თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გადასინჯა და მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილი გაამართლა
სამართალი - 13:50, 26 Oct, 2016     3330
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მორიგი განაჩენი გადასინჯა და მსჯავრდებულ ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:
"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ბეჟან ბეჟუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბეჟან ბეჟუაშვილს ახლომეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა სამშენებლო კომპანია „მშენებელი XXI საუკუნის“ დამფუძნებლებთან მ. ლ. - სთან და ნ. ბ. - სთან, რომელთა საქმიანობაც იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა.
ამ მიზეზით, 2010 წლის 06 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულის სახით დააკავა სამშენებლო კომპანია ,,მშენებელი XXI საუკუნის“ დირექტორი და დამფუძნებელი, რომელთაც ედავებოდნენ მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას.
გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკავებული მშენებლები აიძულეს უკანონოდ დაეთმოთ წყნეთის გზატკეცილზე მდებარე მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი ხნით მოუწევდათ ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ისინი იძულებული გახდნენ ორი საცხოვრებელი ბინა გადაეფორმებინათ სახელმწიფოსთვის.
პროკურატურის მხრიდან მშენებლების დაკავებას და ბინების ჩამორთმევას წინ უძღოდა მათი ახლობლის და მათთან დაკავშირებული პირის ბეჟან ბეჟუაშვილის თაღლითობის ბრალდებით დაკავება, რომელიც საჯაროდ გამოხატავდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი ხელისუფლების მიმართ.
ბეჟან ბეჟუაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ამ უკანასკნელმა ,,მშენებელი XXI საუკუნის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოტყუებით გაყიდა ამხანაგობის კუთვნილი ბინა და მიღებული თანხა თითქოსდა თაღლითურად მიითვისა.
ბეჟან ბეჟუაშვილის დარღვეული უფლების აღდგენა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა, რა საფუძვლითაც განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით, პროკურატურის ახალ დეპარტამენტს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის კიდევ სხვა მოქალაქეების საქმეებზეც აქვს მიმართული.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42