ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
რეგიონები - 11:10, 26 Oct, 2016     1382
როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ფონდი ,,ქართუ“ ოზურგეთის დრამატული თეატრის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს და სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო პროცესის მიუხედავად, დასი მუშაობას არ შეწყვეტს, დროებით მცირე სცენაზე გადაინაცვლებს და მაყურებელს სხვადასხვა პრემიერასა და უკვე ნაცნობ სპექტაკლს შესთავაზებს.

რეაბილიტაციის შედეგად განახლებულ თეატრში მაღალი დონის ლუქს-საგრიმიორები და გასახდელები მოეწყობა. თეატრი უახლესი ტექნიკითა და ხმის ჩამწერი სტუდიით აღიჭურვება, ხოლო მოწვეული რეჟისორებისა და საპატიო სტუმრებისათვის საცხოვრებელი ნომრები გაკეთდება.

თეატრის რეაბილიტაციის პროექტი მიმდებარე პარკის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი: ,,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხათ, რომ ის, რაც ახლა ჩვენს თეატრში ხდება, ალბათ ნებისმიერი ოზურგეთელის ოცნებაა, ხშირად აღვნიშნავ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროქტებით არ უნდა შემოვიფარგლოთ და უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ ,,ქართუ“-ს, რომელიც ამ გრანდიოზული პროექტით საშვილიშვილო საქმეს აკეთებს. ძალიან მალე განახლებული თეატრით ჩვენი თანაქალაქელები იამაყებენ.“

სახელმწიფო დრამატულ თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით სამ წელში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42