თბილისიდან ქუთაისის, კერძოდ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმართულებით, შესაძლოა, მატარებელი დაინიშნოს.
"საქართველოს რკინისგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაცი ცაგურიას თქმით, პირველ ეტაპზე პროექტის მომგებიანობა და ეფექტურობა უნდა დადგინდეს, რის შემდეგაც გადაწყდება მისი მშენებლობა.
მისი თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც, საპროექტო წინადადებების მისაღებად, ტენედრი გამოცხადდება.
მოგვიანებით კი, ასევე, ტენდერის გზით, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეირჩევა.
სამუშაოების დაწყებისა და პროექტის დასრულების დეტალებზე "საქართველოს რკინიგზაში", ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ.
უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ მატარებლით მგზავრობის ტარიფი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება.
"საქართველოს რკინიგზა" ერთ-ერთი ყველაზე იაფია მთელს მსოფლიოში, ამიტომ ამ შემთხვევაშიც არ იქნება მაღალი ტარიფები",-აცხადებს დაჩი ცაგურია.
მასალის გამოყენების პირობები






