გაქცეულმა პატიმარმა 45 დღიანი თავისუფლებისას ცოლის მოყვანა მოასწრო, ის ქორწილის სუფრიდან აიყვანეს
სამართალი - 11:04, 24 Oct, 2016     92978
რუსთავის საქალაქო სასამართლოდან 31 აგვისტოს გაქცეული პატიმარი, ოთარ ვარამაშვილი წინა კვირას რესტორანში დააკავეს.

როგორც ირკვევა გაქცევა მან ჯერ კიდევ 1998 წელს დაგეგმა და ჩანაფიქრი სისრულეში 20 წლის შემდეგ მოიყვანა.

როგორც ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის დრომ" გაარკვია, ვარამაშვილი მაშინ აიყვანეს, როცა ცოლის მოყვანას აღნიშნავდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცევა ვარამაშვილმა პურისგან გაკეთებული ხელყუმბარის გამოყენებით შეძლო, რომელიც ვიზუალურად ნამდვილისგან არაფრით განსხვავდებოდა.

ოთარ ვარამაშვილმა “იმედის დროს” წერილი გამოუგზავნა, სადაც გაქცევის მიზეზზე წერს.

“დიდი ხანი ვემზადებოდი, თავისუფლების წყურვილი მამოძრავებდა, ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ციხეში უფრო ბევრი მაქვს ნაცხოვრები, ვიდრე გარეთ. ჩემი მთელი ავლა-დიდება ჩემი ოჯახია: დედა, მამა და და. როგორც ავღნიშნე, ვემზადებოდი გასაქცევად და პურისგან გავაკეთე ხელყუმბარა, რათა დრო მომეგო . შევძელი ამ ხელყუმბარის გამოტანა ციხიდან და შევქმენი ფონი, რომ სუსტად ვიყავი. საბადრაგო სამსახურმა მომადუნა ყურადღება და გავიქეცი ყველაზე მკაცრი ციხიდან. შემდეგ გავიგე, რომ ბადრაგის თანამშრომლებიც დაუკავებიათ. არადა ეს ადამიანები რა შუაში არიან. ყველაფერი მარტომ დავგეგმე და განვახორციელე. თუმცა პროკურორი მეუბნება, რომ შეთანხმებული ვიყავი ვინმესთან და გაქცევაში მომეხმარნენ. ეგეთი რამ არ ყოფილა”-წერს ვარამაშვილი.

როგორც ირკვევა, 45 დღიანი თავისუფლებისას ვარამაშვილმა ჯვარი ქალაქგარეთ, ერთ-ერთ მონასტერში დაიწერა. ჯვრისწერის გაგრძელება კი რესტორანში სადღესასწაულო სუფრა იყო, სადაც მისი აყვანა მოხდა.

"ისევ სახლში ვარ, ვდარდობ ჩემს მეუღლეზე, რომელიც ჩემზე მეტად განიცდის ჩემს დაჭერას. ღმერთმა მომცა შანსი და ცოლი მოვიყვანე. დიახ, ამ ორ თვეში როცა გავიქეცი სასამართლოდან ცოლი მოვიყვანე და ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს რომ მალე გავალ ციხიდან და როგორც სხვები მეც ისე მშვიდად ვიცხოვრებ"- წერს პატიმარი.

ადვოკატის ვარაუდით პატიმარს საპატიმროში 7-8 წლის გატარება კიდევ მოუწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42