ებრაელი ბიზნესმენი ხელისუფლებას თვალთვალსა და დევნაში ადანაშაულებს
რეგიონები - 12:54, 20 Oct, 2016     2623
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრები ფერმერი, ებრაელი ბიზნესმენი იგორ ასკაროვი ქვეყნის სპეცსამსახურებს თვალთვალში, მოსმენებსა და დევნა-შევიწროებაში ადანაშაულებს.

ასკაროვი სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც გთავაზობთ სრულად:

ღია წერილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ბ–ნ „ამხანაგ მაიორს“

პოლიციის, პროკურატურის, მოსამართლეების მხრიდან დევნის, აბუჩად აგდების, დაშინებისა, დამცირების ოთხწელიწადნახევარი. ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან ქურდობამ და გამოძალვამ, ხელისუფლების მიერ წახალისებულმა დაუსჯელმა დარბევებმა, გაურკვეველმა მრავალათასიანმა ჯარიმებმა მაიძულეს, დამეწერა ეს წერილი. „ამხანაგო მაიორო“, კიდევ რამდენი წელი უნდა მისმენდეთ და და მითვალთვალებდეთ, რომ მიხვდეთ, მე ჯაშუში და ბიზნესმენიც კი არ ვარ, არამედ –უბრალო ფერმერი.

შეწყვიტეთ ჩემი ფეისბუკის გვერდზე ბატონობა, ნუ ჩაერევით ჩემს პირად ცხოვრებაში, არ მომწონს, როცა ჩემ დაუკითხავად ჩემს შარვალში ძვრებიან. პარასკევობით და შაბათობით მუდმივად რატომ მითიშავენ ინტერნეტს, რამდენჯერ უნდა ვთხოვო და ავუხსნა, რომ ზუსტად პარასკევს საღამოს მე მაქვს საშუალება, დავინახო ჩემი შვილების და შვილიშვილების შაბათის ლოცვა, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ „გაურკვეველ“ ვირუსს, რომელიც „შემთხვევით“ მოხვდა ჩემს კომპიუტერში, როგორც „გოლდნეტის“ მენეჯერმა ამიხსნა, აქვს სახელი. ეს სახელი ანტისიმიტიზმია.

ოფიციალურად ბრალის წაყენებამდე დაბრალების მცდელობები აქ საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მე უკვე არაერთხელ დამადანაშაულეს თაღლითობაში, ქურდობაში, როცა ვერ ახერხებდნენ ჩემს მოტყუებასა ან გაძარცვას. პოლიციის მუშაკებმა ნარკოტიკებით ვაჭრობაში დამადანაშაულეს, რათა დავეშინებინე და მსვლელობა არ მიეცათ ჩემს წინააღმდეგ ორგანიზებულ ებრაელთა დარბევის საქმისთვის და ა.შ.

დიახ, „ამხანაგო მაიორო“, თქვენს „ჭკვიანებს“ გარემოს დაცვიდან აუხსენით, რომ პისტოლეტი ხმალი არ არის და შეტევის დროს თავს ზემოთ არ აქნევენ, ის (პისტოლეტს), როგორც წესი, მიმართული უნდა იყოს წინ, თან, სასურველია, გეკავოს ორივე ხელით. ხომ შეეძლოთ, პატარა ბავშვებივით ერთმანეთი დაეხოცათ, „ამხანაგო მაიორო“?! აუხსენით, რომ ისრაელში სამჯერ არ ხვრეტენ, ჩვენთან საერთოდ არ ხვრეტენ, გარწმუნებთ! ნუთუ არ არსებობს არავინ, ვინც აუხსნიდა თქვენს მოსამართლეს, რომ სასამართლო მართლმსაჯულების ტაძარია, სადაც უტიფრებმაც კი უნდა დაიცვან პატიოსნების ელემენტარული წესები მაინც, ხოლო ისრაელი, თურქეთი ან არაბთა საემიროები სხვადასხვა ქვეყანაა, რომლებიც ერთმანეთთან ახლოც არ არიან, და ამ ქვეყნებში აბსოლუტურად სხვადასხვა ენებია (ეს თარჯიმნისთვის), და სულაც არ იყო საჭირო ჩემთვის ყვირილი. მე მაშინვე მშვენივრად მივხვდი, რას წარმოადგენდა ის.

ბ-ნო „ამხანაგო მაიორო“, თქვენი პროკურორები ვერ დამადანაშაულებენ ეროვნული სიძულვილის გაღვივებაში, თქვენ უკვე ორჯერ მოახერხეთ, დამაბრალეთ სახელმწიფო ტყის მოპარვა, მე უცხოელი, უცხო ქვეყანაში, რომელსაც არათუ ნათესავები, არამედ მეგობრებიც არ ჰყავს აქ. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს იდიოტიზმი აღარ არის. ეს არის უკანონობის ძალის დემონსტრირება, მაგრამ თქვენი პროკურორები ვერ ~ჩამომხსნიან~ თვითმფრინავიდან, შესაძლებელია, მხოლოდ ჩემი აფეთქება თვითმფრინავთან ერთად.

მე უბრალო ებრაელი არ ვარ, მე ისრაელელი ვარ. ბ-ნო „ამხანაგო მაიორო“, მე უკვე არაერთხელ საჯაროდ მითქვამს, რომ ახალშობილების სისხლს არ ვსვამ, ქრისტე ჯვარზე არ გამიკვრია. ხო, მართლა, ის არ იყო მუსლიმი, აუხსენით თქვენს აგენტებს. და, თუ შეიძლება, ამიხსნას ვინმემ, თუნდაც თქვენმა დეპუტატმა, „ჟიდომასონი“ რას ნიშნავს. შეიძლება ეს შეურაცხმყოფელია, მე კი არ მომწონს, როცა შეურაცხყოფას მაყენებენ.

ბატონო „ამხანაგო მაიორო“, ჩვენ გვქონდა შეთანხმება და თქვენ ის დაარღვიეთ. თქვენ, მე კი არა, თქვენ გამოაცხადეთ, რომ შემიძლია გამოვიყენო კანონი, მაგრამ არ დაგიზუსტებიათ, რომელი და სანამ დუმილს შეინარჩუნებთ, მე დავიტოვებ უფლებას, მოვიქცე ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი, რისი მაგალითიც ეს წერილია.

სიტყვა ან საქმე თქვენზეა.

ტელ. ნომერი საქართველოში 599-13-20-62





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42