ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს - დამატებითი დეტალები სასამართლოდან
სამართალი - 13:20, 19 Oct, 2016     6621
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს, ტრანსგენდერი ქალის ადვოკატი, ციალა რატიანი 53-ე მუხლის გამოყენების მოთხოვნასაც აყენებს, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისთვის.

პროკურორ ანა სიგუას განცხადებით, ამ ეტაპზე დამამძიმებელი გარემოების 53-ე მუხლის გამოყენების საჭიროება არ იკვეთება, რადგან ბრალდებული დაზარალებულს 2011 წლიდან იცნობდა, ისინი ერთად იხდიდნენ სასჯელს. ამიტომ ბრალდებულისთვის კარგად იყო ცნობილი დაზარალებულის გენდერული იდენტობის შესახებ. პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით მოწმეთა დაკითხვის შედეგად ცნობილი ხდება, რომ ბრალდებულს დისკრიმინაციული განცხადება არასდროს გაუკეთებია.

პროკურატურის თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული პანელზე მივიდა და დაზარალებელს უთხრა, მისი შეყვარებულისთვისაც მიეცა პანელზე მუშაობის უფლება. ამის შემდეგ ღია სივცეში მოხდა თავდასხმა, ბრალდებულმა დაზარალებულს ბეტონი ჩაარტყა, შემდეგ ცივი იარაღი გამოიყენა.

პროკურორმა პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის მიზეზად დაასახელა ის, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა, არსებობს საფრთხე, რომ მან თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და სცადოს მტკიცებულებების განადგურება. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბრალდებულისგან ორსულადაა და გამორიცხული არაა, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს ამ ადამიანზე.

ბრალდებულმა გიორგი მურჯიკნელმა სასამართლოს მისი გათავისუფლება გირაოს 1000 ლარის შეფარდების საფუძველზე მოსთხოვა, თუმცა სასამართლომ იმ მოტივით, რომ ბრალდებულს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და იქედან გამომდინარე, რომ მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა მურჯიკნელის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42