საქაერონავიგაცია ქუთაისში საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო სისტემას ამონტაჟებს
რეგიონები - 15:05, 13 Oct, 2016     1629
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო სისტემის მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება.

სარეზერვო ცენტრის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ავიაციის განვითარების საქმეში. შპს “საქაერონავიგაცია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრს აშენებს, რომელიც ესპანური კომპანია”ინდრას” მიერ წარმოებული საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემით იქნება აღჭურვილი.

საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტიანს და კომფორტულს გახდის. ახალ სისტემაზე გადასვლა, რომელსაც ორმაგი დაცვა ექნება საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა რომ მაღალი დონის სანავიგაციო მომსახურება უფრო მეტ ავიაკომპანიას გაუწიოს.

პირველი სარეზერვო სისტემა, რომელიც თბილისში დამონტაჟდება, ძირითადი სისტემის გათიშვის შემთხვევაში წამებში ჩაირთვება და ეს პროცესი ავიამეთვალყურისთვის სრულიად შეუმჩნეველი იქნება.

ახალ სისტემას ექნება დამატებითი დაცვა, სისტემისგან დამოუკიდებელი მეორე რეზერვი, რომელიც უკვე სრულად გამორიცხავს სამუშაო პროცესის შეფერხებას. სარეზერვო სისტემა ქუთაისში მონტაჟდება, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას, თბილისის ძირითადი საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან კავშირის დაკარგვის შემთხვევაში (სტიქიური უბედურების ან გაუთვალისწინებელი ვითარების დადგომის დროს), შეყოვნების გარეშე გააგრძელოს საჰაერო ხომალდების სააერნაოსნო მომსახურება.

თავისი ადგილმდებარეობითა და კლიმატური თვისებებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იდეალური სარეზერვო აეროპორტია არა მარტო თბილისისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ქუთაისის აეროპორტს აქვს შესაძლებლობა, რომ სატრანზიტო დერეფანის უმნიშვნელოვანესი წერტილი გახდეს. ასე რომ, აქ საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრის გამართვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42