„შიში, ტერორი და ამომრჩევლის მოსყიდვა“ - როგორ აფასებენ საპარლამენტო არჩევნებს ჩოხატაურში
რეგიონები - 15:34, 12 Oct, 2016     1308
„ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ოპოზიციის ნაწილი კი ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნებს, შეძლო თუ არა ხელისუფლებამ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და რა გარემოში მოუწიათ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება. რა დარღვევები გამოვლინდა პროცესში და რით იყო გამორჩეული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩოხატაურში?

ჩოხატაურში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ნინო წილოსანისა და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კაკო ჩხაიძისთვის, როგორც ადგილობრივი კანდიდატების შტაბებში აცხადებენ, მთავარი ამოცანა იმ ამომრჩეველთა გადმობირებაა, რომლებმაც პირველ ტურში ხმა დამარცხებულ კანდიდატებს მისცეს.

ადგილობრივების უმრავლესობა აცხადებს, რომ წილოსანი შეძლებს ჩხაიძეს მოუგოს. მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდისადმი პროტესტის გამო ხალხი წილოსანს არ მისცემს ხმას. ნაწილთა აზრით, გურამ ჩალაგაშვილისა და დავით ჟღენტის მხარდამჭერები, ორად გაიყოფა და მათი უმეტესობა წილოსანს მისცემს ხმას. ხოლო დანარჩენი კანდიდატების და მათ შორის დავით ჟღენტის მომხრეები კაკო ჩხაიძეს გამოუცხადებენ ნდობას, რომელიც როგორც ჩოხატაურში ამბობენ, არჩევნებში ჩხაიძის მხარდასაჭერად ჩაერთო.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ მეორე ტურს დამაჯერებელი შედეგით მოიგებს.

„წინ კიდევ მეორე ტური გვაქვს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მონდომებით მოვიგებთ დამაჯერებელი შედეგით. 14 973 ადამიანმა დამიჭირა მხარი! ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მე შემიძლია მათი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიყვანო. მე კი ამ ადამიანების ნდობის გამართლება უნდა მოვახერხო. მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ვიყოთ, უფრო მეტის ნდობა გავამართლო და უფრო მეტი ძალისხმევით შევუდგეთ კარგი საქმეების კეთებას.“ - წერს წილოსანი სოცილურ ქსელში.

რაც შეეხება, დამოუკიდებელ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კაკო ჩხაიძეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა. ჩხაიძემ „გურიის მომაბესთან“ სატელეფონო საუბარში, ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და ამბობს, რომ საპარლამენტო სარჩევნების მეორე ტურში მოგებას აპირებს.

„თბილისში ვარ, კვირის ბოლოს ვბრუნდები გურიაში. ალბათ, იცით რომ მართველმა პარტიამ ხმები გამიყალბა, ამის შესახებ რომ ჩამოვალ მერე გაგესაუბრებით, როგორ ჩატარდა არჩევნები ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. რასაკვირველია, ვაპირებ მეორე ტურშიც მივიღო მონაწილეობა და გამარჯვების იმედიც მაქვს “- განაცხადა ჩხაიძემ.

„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი კანდიდატი ჩოხატაურში, გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ჩალაგაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა საჯარო მოხელეების დაშინება.

„მსგავსი დონის გაყალბება და ამომრჩევლის მოსყიდვა, თვით შევარდნაძის დროსაც არ მომხდარა. ჩოხატაურ-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში სრული განუკითხაობაა. მსგავსი ტერორი, ფულების ფრიალი და ა.შ. არ მგონია ასე მარტივად შერჩეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გულით იდგა ჩემს გვერდით ამ სამთვიან ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვართ. იდარდონ იმათ, ვინც 20 ლარად გაყიდა სული და ოთხი წელი ისევ მშიერი იქნება შემდეგი 20 ლარის მოლოდინში. P.S. პრინციპში, რასაც იმსახურებს ერის უმრავლესობა, ის მივიღეთ. ასე რომ, გაგებით მოეკიდეთ !წინასაარჩეევნო პროცესი მიმდინარეობდა დაშინების სამსახურიდან გაგდების, სოც. დახმარების მოხსნის და აშ.“ - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

ჩოხატაურის #62-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თემურ კუტუბიძე, აცხადებს რომ საპარლამენტო არჩევნებმა, ჩოხატაურის ოლქში მშვიდ ვითარებაში ჩაირა და სულ საოლქოში ოთხი საჩივარი შემოვიდა.

„სულ დაიწერა ოთხი საჩივარი, ერთი შეეხებოდა საჯარო მოხელის არჩევნებში მონაწილეობაზე. განხილული იქნა ეს საჩივარი და აღმოჩნდა, რომ ის საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, შესვენების პერიოდში და კანონიდან გამომდინარე ეს შეხვედრა დარღვევად არ ითველება. რაც შეეხება სხვა საჩივრებს, ის პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა.“ -აღნიშნა კუტუბიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42