აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
სამართალი - 10:16, 12 Oct, 2016     1460
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნებიდან" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც "ნიუპოსტს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხით დაიწყო.
შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირები დადგენილები არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგა ონიანის განცხადებით მისი შტაბის უფროსს და აქტივისტს ვაზისუბანში ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ახალგაზრდებს ვაზისუბანში ქართული ოცნების ოფისის გვერდით მდებარე სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ 30-მდე ადამიანი დაესხა თავს და ისინი ხელკეტებით სცემეს. ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„ეს არის ძალიან საშიში კრიმინალური ხელისუფლება სამწუხაროდ, ხელისუფლება, რომელიც აგრძელებს კორცხელიზაციას და როგორც ჩანს ჩვენ ყველა უბანში, ყველგან უნდა ველოდოთ დაახლოებით იგივეს,“-აცხადებს გოგა ონიანი.
განცხადება გააკეთეს აბუსერიძის შტაბშიც. მათ ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გოგა ონიანის მხარდამჭერების გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მათი თქმით, ონიანის მხარდამჭერები გამოირჩეოდნენ აგრესიით.
"დაახლოებით 23:30 საათზე, ჩვენი ოფისის მიმდებარედ, კერძოდ, სუპერმარკეტთან გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა "ქართული ოცნებისა" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებში. რასაც მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები", - აცხადებენ აბუსერიძის შტაბში.
ისნის რაიონის მე-8 ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბი ფოტოსაც ავრცელებს, სადაც მათი მტკიცებით ინციდენტის მონაწილე პირები არიან აღბეჭდილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42