ხმაური იყო # 60/16 საარჩვენო უბანზე, დაბა ნასაკირალში, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც "გურიის მოამბეს" # 60/16 საარჩვენო უბანიდან ატყობინებენ, ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარსა და შეხლა-შემოხლას:
"გამგებელი ამოვიდა ნასაკირალში. მათი პარტიიდან კოორდინატორებმა შესჩივლეს, რომ საარჩევნო უბანზე არ უშვებდნენ. ამას მოჰყვა ჭანუყვაძის გაღიზიანება და ხმამაღალი საუბარი. მან მოუწოდა კოორდინატორებს, რომ ყურადღება არ მოექციათ ჩვენთვის და შესულიყვნენ უბანზე და ეკონტროლებინათ სიტუაცია. როცა ვუთხარით, რომ ეს კანონდარღვევა იყო და ამაზე საჩივარს დავწერდით, გვიპასუხა, წერეთ და იკითხეთ, საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრებიო"- გვიყვებიან თვითმხილველები.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, # 60/16 საარჩვენო უბანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კოორდინატორები ამ დრომდე იმყოფებიან და სიებს ისევ აკონტროლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






