ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურდების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამათავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხე-ტყის დამზადების სამსახურის უფროსი გრიგოლ ბლიაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორას“ აღმასრულებელი დირექტორი თენგის სვანაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
საქართველოს ენდემური სახეობისა და „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის - კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებებისაგან გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღიჭურვა 500 მ2 სათბური და დაირგო 30 000 კოლხური ბზის ნერგი.
რუხის სასათბურე მეურნეობა კავკასიაში პირველი საბაზისო სანერგეა, რომელშიც ბზის კონსერვაციის მიზნით წელიწადში 50 000 ნერგი დაკალმდება. ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ სკოლებს, გამგეობებსა და ეპარქიებს. საბაზისო სანერგე ხელს შეუწყობს უფრო მცირე სანერგეების განვითარებას რეგიონში და მთელ საქართველოში, რაც აუცილებელი პირობაა ბზის გადასარჩენად. დაგეგმილია ნერგების ნაწილის აფხაზური მხარისათვის გადაცემა.
ღონისძიებებას დაესწრებიან პროექტში ჩართული მხარეების, სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






