სასამართლომ ხუთ ტელეკომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა
სამართალი - 21:05, 05 Oct, 2016     2393

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა. ინფორმაცია "ნიუპოსტს" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „GFK“-ს (23.08.2016) და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GMP“-ის (03.09.2016) მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.

ეს ტელეკომპანიაბია:

  1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“;
  2. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ - ბრენდული სახლეწოდება „ტაბულა“;
  3. შპს „ტელეიმედი“;
  4. შპს „სტარვიზია“;
  5. შპს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;
  6. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“;
  7. შპს „ტელე-რადიო კორპორაცია ინფორმკავშირი- ტელევიზია არგო“;
  8. შპს „ტელე-რადიო კომპანიას რიონი“ ;
  9. შპს „დამოუკიდებელ ტელე-რადიო კომპანიას ოდიში“
  10. შპს „სტუდია მაესტრო“
  11. შპს „პირველი სტერეო“.

ხუთი ტელეკომპანიის მიმართ წარდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისმა საქალაქო სასამართლოებმა განიხილეს და შედეგად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“-ს, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ -ბრენდული სახლეწოდება „ტაბულა“ ,შპს „ტელე-რადიო კორპორაცია ინფორმკავშირი- ტელევიზია არგოს“, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ – 1500-1500 ლარის ოდენობით ჯარიმები დააკისრეს, ხოლო შპს „ტელე-რადიო კომპანიას რიონს“ წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

დანარჩენი ექვსი ტელეკომპანიის საკითხის განხილვა შესაბამის საქალაქო სასამართლოებში უახლოეს დღეებში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42