ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალის მკვლელობის საქმეში გულგრილობის გამო პოლიციელის დასჯას მოითხოვს
სამართალი - 14:40, 05 Oct, 2016     3328
ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს საქმეს, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივლისს, ფონიჭალაში მეუღლის მიერ 20 წლის ქალის - კ.ი.-ს მკვლელობის საქმეში პოლიციელის სავარაუდო სამსახურებრივ გულგრილობას ეხება.
ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
მსხვერპლის ოჯახის წევრების განმარტებით, 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კ.ი.-ს ოჯახის წევრებმა კ.ი.-სა და მის ბებიაზე მსხვერპლის მეუღლის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, 112-ში დარეკეს და პოლიციის დახმარება მოითხოვეს. მეუღლე კ.ი.-ს და მის ბებიას დაემუქრა, რომ რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა და ორივეს მოკლავდა. ამის შესახებ მსხვერპლის ოჯახის წევრებმა ფონიჭალის პოლიციას შეატყობინეს. ფონიჭალის პოლიცია კი მოძალადისათვის მხოლოდ გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა, რასაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სამსახურეობრივ გულგრილობას შედეგად ახალგაზრდა ქალის მკვლელობა მოჰყვა. 12 ივლისის ღამეს კ.ი. თავისი არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით, მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა.
2016 წლის 19 ივლისს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციელის გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. პოლიციელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ კი განაცხადა, რომ იგი მომხდარ ფაქტზე გამოძიების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესაბამისად იმსჯელებს.
თბილისის პროკურატურაში გამოძიება პოლიციელის გულგრილობის ფაქტზე ჭიანურდება; სავარაუდო დამნაშევე დღემდე აგრძელებს მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე. გარდაცვლილი ქალის არც ერთი ოჯახის წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რათა მათ მიეცეთ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. სამსახურეობრივი გულგრილობისათვის პოლიციელს დღემდე არ აქვს წარდგენილი ბრალი.
ამასთანავე, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ არ დაიწყო მოკვლევა პოლიციელის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტზე იმ აბსურდული მიზეზის გამო, რომ საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. შსს-ს გენინსპექციის ფუნქციაა სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტების გამოძიება და კანონმდებლობის დარღვევებზე დროული რეაგირება.
მითითებული ფაქტი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ არაერთ საქმესთან ერთად, წარმოაჩენს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის ტენდენციურობას, როცა საქმე მისივე სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა გადაცდომების გამოძიებას ეხება.
როგორც წესი, გამოძიება ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ არის უმოქმედო, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული არაერთი საქმეც ადასტურებს. მართალია, შსს და პროკურატურა აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ მკაცრია, მაგრამ თუკი საქმეში იკვეთება სამართალდამცავის ბრალეულობა, გამოძიება მიმდინარეობს მიკერძოებულად და სავარაუდო დამნაშავეები დაუსჯელი რჩებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:თბილისის პროკურატურას, დროულად გამოიძიოს პოლიციელის შესაძლო გულგრილობის ფაქტი, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭოს მსხვერპლის ოჯახის წევრებს, რათა მათ შეძლონ გამოძიების მასალების გაცნობა.
შსს-ს გენერალურ ინსპექციას, დროული მოკვლევა დაიწყოს კ.ი.-ს საქმეში პოლიციელის ბრალეულობის საქმის შესასწავლად;
შსს-ს მინისტრს, შეუჩეროს უფლებამოსილება ფონიჭალის პოლიციის განყოფილების პოლიციელს, სისხლის სამართლის გამოძიების დასრულებამდე"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42