სასამართლომ აღმაშენებელზე დაკავებული ნაციონალისტების მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა
სამართალი - 20:56, 30 Sep, 2016     3487
2016 წლის 30 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენაში ბრალდებული 12 პირის მიმართ. საქმეზე ბრალდებული შვიდი არასრულწლოვანი პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემის ღონისძიება და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ხოლო, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეირჩა გირაო, თითოეულის მიმართ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ხუთივე ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. ვინაიდან ბრალდებულთა ნაწილი არ არის სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ყველა მათგანს ბრალად ედება რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანების უფლების პირდაპირი და არა პირდაპირი შეზღუდვა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება. მათვე, ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი, ბრალდებულთა ასაკი, პიროვნება, ის გარემოება რომ არ არიან წარსულში ნასამართლევნი, მათი საქმიანობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 3 ნოემბერს 12:30 , თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42