სამი მამაკაცის მკვლელობისთვის დავით ბეჭვაიას სამუდამო პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 16:44, 28 Sep, 2016     5087

მიმდინარე წლის 10 თებერვალს სამმაგი მკვლელობა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეცერაში. ბრალდებულმა დავით ბეჭვაიამ „მაკაროვის“ ტიპის იარაღით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენა პაატა ჩუბინიძეს, მერაბ აბესაძესა და გიორგი ფირჩხაძეს.

დავით ბერჭვაიას სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა:

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით, სამი პირის განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული დავით ბეჭვაია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 თებერვალს დავით ბეჭვაია მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა პირუტყვით მოვაჭრე პაატა ჩუბინიძეს და თითქოსდა გასაყიდი პირუტყვი ჰყავდა, პაატა ჩუბინიძე მოტყუებით დაიბარა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეცერაში. მეორე დღეს, 10 თებერვალს, პაატა ჩუბინიძე მერაბ აბესაძესთან და გიორგი ფირჩხაძესთან ერთად, შეთანხმებისამებრ დილის ათი საათისთვის მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით სოფელ ხეცერაში ჩავიდა და დავით ბეჭვაიას შეხვდა. დავით ბეჭვაიამ პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ტყის მასივისკენ გაიტყუა და „MAKAROV PM“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, სამივე პირს სხეულის სხვადასხვა არეში ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ადგილზე გარდაიცვალნენ. დავით ბეჭვაია დაეუფლა პაატა ჩუბინიძის კუთვნილ 1920 ლარს და 10 აშშ დოლარს, გვამები ბუჩქნარში გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დავით ბეჭვაია 2016 წლის 12 თებერვალს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ტარება) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით ბეჭვაია სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42