საჯარო რეესტრის სააგენტომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 3 მუნიციპალიტეტში დაასრულა
რეგიონები - 14:26, 26 Sep, 2016     1213
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 3 მუნიციპალიტეტში დაასრულა. სისტემა რეალურ რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს დუშეთის, მცხეთისა და თიანეთის საკრებულოებსა და გამგეობებში. აღსანიშნავია, რომ თითოულ მუნიციპალიტეტში სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ეტაპობრივად თანამშრომელთა ტესტირება და ტრენინგიც ჩატარდა.

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განხორციელების პროცესში უდიდეს როლს შეასრულებს. მისი დახმარებით გამგეობებს და საკრებულოებს თანამშორმლებთან, მოქალაქეებთან თუ სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ. სისტემა მუნიციპალიტეტებს ფუნქციების ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება, მათი საქმის წარმოების პროცესს კი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. კერძოდ, ქაღალდის დოკუმენტები მთლიანად ელექტრონულით ჩანაცვლდება, იფუნქციონირებს მონაცემთა ერთიანი ბაზა, შემცირდება მოქალაქეთა მომსახურების დრო, სერვისების მიწოდების პროცესი კი სრულყოფილი და ეფექტური გახდება, ამოქმედდება დოკუმენტების ელექტრონული არქივი, მოქალაქეთა განაცხადების შესრულებისა და კონტროლის მექანიზმები. ამას გარდა, პროგრამის ელექტრონული ბაზის დახმარებით, გამგეობებს შორის დოკუმენტების მიმოცვლა სრულად ავტომატიზებული გახდება, რაც შეამცირებს მათ ფინანსურ და დროით ხარჯებს, საქმიანობას კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა სერვისების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეებისთვისაც. პროგრამის დახმარებით მათ საშუალება მიეცემათ, ინფორმაცია უწყებაში დაცული მონაცემების შესახებ ელექტრონული განაცხადით, ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ინტერნეტით მოითხოვონ და პასუხიც ასევე ელექტრონულად მიიღონ, პროგრამაში მოიძიონ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტი და ამ დოკუმენტთან დაკავშირებით უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სულ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ქვეყნის 8 რეგიონულ მუნიციპალიტეტში, დედაქალაქის მერიასა და თბილისის 10 გამგეობაშია დანერგილი. ამჟამად მუშაობა სისტემის ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და მცხეთა - მთიანეთის გუბერნიაში დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში კი პროგრამა უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს.

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ,,ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42