საქალაქო სასამართლო მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს პასუხობს
სამართალი - 18:01, 23 Sep, 2016     3039
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ხმაურიან სატელევიზიო გამოსვლას საქალაქო სასამართლო განცხადებით პასუხობს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემა ,,პრიორიტეტში” საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო. ტელეეთერით გამოთქმული ის რეპლიკები და მოსაზრებები, რომლებიც მოსამართლეთა კორპუსის კვალიფიკაციას და კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს, წარმოადგენს ყოველგვარი ეთიკური ნორმის დარღვევას, მით უფრო მიუღებელია მსგავსი განცხადებები ყოფილი მოსამართლისგან, ვისთვისაც ცნობილია ამ პროფესიის სირთულე და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. კერძოდ, საუბარია იმ მოსაზრებებზე, რომ „სასამართლო სისტემაში მხოლოდ 4-5 კვალიფიციური მოსამართლეა, მოსამართლეთა უმრავლესობა იმსახურებს თანამდებობიდან წასვლას და მათ მხოლოდ ხაჭაპურის ან ფუნთუშის გამოცხობა შეუძლიათ“, ყოველგვარ კორექტულობას მოკლებულია და აშკარად შეურაცხყოფს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსში შედიან მომზადებული კადრები, რომლებსაც აქვთ სათანადო განათლება და კვალიფიკაცია, ასევე სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი ლეგიტიმაცია, განახორციელონ მართლმსაჯულება.

სასამართლო მოუწოდებს მამუკა ახვლედიანს, მიუხედავად სამოსამართლო უფლებამოსილების საკუთარი ნებით დათმობისა, არ დათმოს და შეინარჩუნოს მაღალი ეთიკური, მორალური და ზნეობრივი სტანდარტი ყოფილი კოლეგებისა და სისტემის მიმართ. მისგან განსხვავებით, საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედ მოსამართლეებს აქვთ თმენის ვალდებულება, სასამართლო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე მუდმივად იღებენ შედეგით უკმაყოფილო მხარის უსაფუძვლო კრიტიკას, ამდენად, განსაკუთრებით მიუღებელია ზედაპირული და დაუსაბუთებელი განცხადებების მოსმენა ყოფილი კოლეგისაგან, რომელსაც არასდროს უტვირთავს განაჩენის დასაბუთების, როგორც სამართლებრივი, ისე მორალური პასუხისმგებლობა" - წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42