„მთელი ცხოვრება კრიმინალს ვებრძოდი“- ვის ინტერესში შედის შსს-ს მაღალჩინოსნის გისოსებს მიღმა ყოფნა?
სამართალი - 15:39, 23 Sep, 2016     18866
ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავას სასამართლო პროცესებს საზოგადოება და მედიის წარმომადგენლები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. მიზეზი 17 სექტემბერს ბრალდებულის მიერ, სასამართლო დარბაზში გაჟღერებული სკანდალური ინფორმაცია გახდა.

სანამ საქალაქო სასამართლო 14 სექტემბერს დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ დეტექტივ - გამომძიებელ ზურაბ ჭელიძეს და კრიმინალური პოლიციის უფროსს აღკვეთი ღონისძიების სახედ წინასწარ პატიმრობას შეუფარდებდა, გიორგი კაჭარავამ თქვა, რომ ის ნარკოდანაშაულის საგამოძიებო ოპერაციას ატარებდა, რომლის მიზანიც მსხვილ ნარკორეალიზატორებზე გასვლა იყო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მისი ხმაურიანი დაკავებით და მძიმე ბრალდების წაყენებით დასრულდა.

მას შემდეგ, რაც 17 სექტემბერს, სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ორივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა, დღეს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლე ეკატერინე კულუაშვილს კი 15 წუთიც კი არ დასჭირდა, რომ შოთაძის უწყების არგუმენტი გაეზიარებინა და საკითხი პროკურატურის სასარგებლოდ გადაეწყვიტა.

სხდომაზე გიორგი კაჭარავამ მცირე შეფასება გააკეთა. რომელიც ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და უდანაშაულობის დამტკიცებისთვის იბრძოლებს.

„წინა სასამართლოზეც ვთქვი, რომ ერთი წუთით არ ვნანობ ჩემს საქმიანობას, პირიქით, ამაყი ვარ და იმავეს გავაკეთებდი, მთელი ცხოვრება კრიმინალებს ვებრძოდი! რაც შეეხება ბატონი პროკურორის შუამდგომლობას, უფლება-მოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ამაზე თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ. ფაქტია, რომ მე და ზურა საბრალდებო სკამზე უმიზეზოდ ვზივართ“- მიმართა მოსამართლეს კაჭარავამ.

თავად ზურაბ ჭელიძეს სასამართლოზე განცხადება არ გაუკეთებია.

სხდომის დასრულების შემდეგ „ნიუპოსტი“ პროკურატურის წარმომადგენელსა და გიორგი კაჭარავას ინტერესების დამცველს ესაუბრა.

ელიზბარ მოძალიშვილი - პროკურორი: „მიუხედავად პატიმრობისა ბრალდებულები მაინც რჩებოდნენ მაღალ თანამდებობაზე. შესაბამისად არსებობდა იმის ვარაუდი, რომ ეს თანამდებობა მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ, ზემოქმედება მოეხდინათ მოწმეებზე ან საქმიდან გარკვეული მტკიცებულებები გაექროთ. მიუხედავად იმისა, რომ პირი პატიმრობაში იმყოფება, მათ პროცესუალურად მაინც აქვთ შეხება გარკვეულ სისხლის სამართლის საქმესთან. შესაბამისად წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის მნიშვნელოვან საქმეზე გამომძიებელი ყოფილიყო ბრალდებული, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ისინი პატიმრობიდანაც შეძლებდნენ გარკვეული ზემოქმედების მოხდენას მოწმეებზე ან მტკიცებულებების გაყალბებას და მათთვის სასურველი გარემოებების და ფაქტების დადგენას“.

„ნიუპოსტმა“ სახელმწიფო მბრალდებელს ჰკითხა, ამ ეტაპზე გამოვლენილი მტკიცებულებენზე დაყრდნობით, საქმეში სხვა პირების შესაძლო ბრალეულობა თუ არის გამოვლენილი, რაზეც ელიზბარ მოძალიშვილმა თქვა, რომ „საქმეში ორი ბრალდებულის გარდა სხვა დამნაშავე გამოვლენილი არ არის“.

ბრალდებულის ადვოკატისთვის კი გაუგებარია, როგორ უნდა მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება პატიმრობაში მყოფმა გიორგი კაჭარავამ.

„ზოგადად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსგავს ნორმას, თანამდებობიდან დროებით გადაყენებას ითვალისწინებს, თუმცა მე მაქვს ჩემი შინაგანი დამოკიდებულება - უდანაშაულობის პრეზუმცია არის იმდენად მაღალი სტანდარტი - მაშინ, როცა ჯერ არ არის პირის დანაშაული დადასტურებული. ვინაიდან გიორგი კაჭარავას პატიმრობა აქვს შეფარდებული, ის ისედაც ვერ ასრულება უფლება-მოსილებას, აქ საუბარია დროებით თანამდებობიდან გადაყენებაზე, რომელიც შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გადაწყდება.

რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განწყობას, თვითონ არის ძალიან ბრძოლისუნარიანი, დარწმუნებულია, რომ მის უდანაშაულობას დაამტკიცებს, დარწმუნებულია იმაში, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ებრძოდა კრიმინალს. ამ ეტაპზე გარკვეულ დეტალებზე მისი თხოვნით თავს შევიკავებ. ის ოპერატიულად მუშაობდა პიროვნებაზე, რომელიც ნარკოტიკებთანაა დაკავშირებული და რომელიც ადამიანების გარკვეულ წრესთანა კავშირში. რომელთა დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“- განუცხადა „ნიუპოსტს“ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით 14 სექტემბერს დააკავეს. კაჭარავასთან ერთად, იმავე დღეს აიყვანეს სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებელი ზურაბ ჭელიძე. წაყენებული ბრალი 11-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უაკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლსათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

საქმის მასალების მიხედვით, ქობულეთში ჯემალ ჯინჭარაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, დაკავების მომენტში ჯინჭარაძესთან ერთად მანქანაში ბესო უზნაძეც იმყოფებოდა, სწორედ მას გამოსძალეს კაჭარავამ და ჭელიძემ 2500 დოლარი.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ამის შემდეგ კაჭარავა და ჭელიძე მოწმის სტატუსით დაბარებულ უზნაძეს დაპირდნენ, რომ ჯინჭარაძესთან გააფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ ქრთამის სახით 20 000 ლარი მოითხოვეს. სამართალდამცავებმა უზნაძე მაშინ აიყვანეს, როცა თანხის ნაწილი 10 000 ლარი შს სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის მიჰქონდა.

საგულისხმოა, რომ ამ საქმეში პროკურატურის ოქროს მოწმე სწორედ ბესო უზნაძეა. დაცვის მხარე უზნაძეს ნარკოდანაშაულში და ორმაგ აგენტობაში ამხელს. მათი თქმით მოწმე მრავალჯერ ნასამართლევია.

თანხის გამოძალვასთან ერთად, პროკურატურა ირწმუნება, რომ კაჭარავას ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ამფიტამინი" აღმოაჩნდა, გარდა ამისა შოთაძის უწყების ინფორმაციით, შს მაღალჩინოსნის კაბინეტში უკანონო ტყვია-წამალს, საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებს მიაგნეს.

გიორგი კაჭარავას ახლობლები წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად აპროტესტებენ და კონკრეტულ ინტერესებზე მიუთითებენ, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

დავით ჯაბაშვილი - ნიუპოსტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42