გიორგი აბაშიშვილმა კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი გახსნა
რეგიონები - 18:36, 20 Sep, 2016     1465
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით მოეწყო.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი კასპის პირველი გიმნაზიის ბაზაზე გაიხსნა, რომელიც დღეს იმ შენობაშია განთავსებული, სადაც საბჭოთა პერიოდში მილიცია ფუნქციონირებდა.

სწორედ საბჭოთა მილიციის სარდაფში, განლაგებულ საკნებში ხდებოდა საბჭოთა რეჟიმისათვის მიუღებელი პირების დაკავება, დახვრეტა და წამება.

„დღეს ამ საკნებს პირვანდელი სახე დაუბრუნდა და მასში მუზეუმი მოეწყო, სადაც რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ ფოტო და სხვა დოკუმენტური მასალები განთავსდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგები და გაითავისონ რომ მშვიდობის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა მუზეუმის გახსნის თანადაფინანსება განეხორციელებინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42