შსს საჯარო სკოლებში უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
სამართალი - 12:29, 18 Sep, 2016     1714

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში იწყებს საგანმანათლებლო პროგრამას - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე ტრენერების გადამზადება მიმდინარეობს. შსს-ს საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და „112“-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები საქართველოს საჯარო სკოლების მეხუთე კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრებიან. უსაფრთხოების 10 გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვები გაეცნობიან საგზაო მოძრაობის, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების და ბუნებრივი კატასტროფების დროს რეაგირების აუცილებელ წესებს.

მიმდინარე სასწავლო წელს, საწყის ეტაპზე პროგრამაში საქართველოს 42 საჯარო სკოლა ჩაერთვება. სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადდა გზამკვლევი, რომელშიც ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე, ადაპტირებული სახით წარმოდგენილია უსაფრთხოების თემები. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოზარდების ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ და მათი ცნობიერების ამაღლება კატასტროფების დროს რეაგირებასთან დაკავშირებით.
პროექტის განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩართულნი
არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და
კრიზისების მართვის საბჭო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და
საერთაშორისო ორგანიზაციები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42