"მომიტანეთ რვეული, რატომ არ არის ამოღებული?" - ადვოკატი სტურუას საქმის ახალ გარემოებაზე საუბრობს
სამართალი - 10:25, 16 Sep, 2016     8078
სამტრედიის ყოფილი პოლიციელის, ბრალდებულ გოდერძი თევზაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, დემურ სტურუა მოკლული იყოს და ამ საქმეში გოდერძი თევზაძის დადანაშაულება კონკრეტულ პირებს სურდეთ.

"ამ საქმის ყველა ვერსია, თითოეული დეტალი გამოძიებამ უნდა შეისწავლოს. თუ წერილი დატოვა ამ ბავშვმა, სად დაწერა? - სახლში ხომ? ფურცელი რომელიღაცა რვეულიდან ამოხია, მომიტანეთ ეს რვეული, რატომ არ არის ამოღებული? აუცილებლად უნდა ჩატარდეს ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომ სტურუას მისი ხელით გაეკეთებინა კვანძები"- აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

მკვლელობის ვერსიას არ იზიარებენ სტურუას ოჯახში და აცხადებენ, რომ ის თვითმკვლელობამდე სწორედ პოლიციელის ზეწოლამ მიიყვანა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული, თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობრივი გადამეტება.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42