პრინცი ჰარი 34 წლის გახდა - საინტერესო ფაქტები ყველაზე სექსუალური პრინცის შესახებ
ეს საინტერესოა - 12:13, 15 Sep, 2018     8310
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები მუდმივად ინგლისური ბულვარული პრესის საყოველთაო ინტერესის სფეროა.

განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის უმცროსი ვაჟიშვილი, პრინცი ჰარი, რომელიც ხშირად ექცვა ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში.

დღეს პრინცი ჰარი 34 წლის გახდა.

პრინცი ჰარი დაიბადა 1984 წლის 15 სექტემბერს, ლონდონში. სწავლის დასრულების შემდეგ, მან სამხედრო კარიერა აირჩია და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. 2012-2013 წლებში, 20 თვის განმავლობაში ჰარი ავღანეთშიც იმყოფებოდა. პრინცმა საკუთარი სამხედრო კარიერა 2015 წლის ივნისში დაასრულა.

პრინცი ჰენრის სასიყვარულო ურთიერთობებზე პრესაში ყოველთვის ძალიან ბევრი იწერებოდა, თუმცა 2018 წელს ყველაფერს წერტილი დაესვა. პრინცმა ჰარი ამერიკელ სახიობზე მეგნ მარკლზე დაქორწინდა. დიდი ბრიტანეთის სამეფო ისტორიაში პირველად, პრინცმა ცოლად შეირთო მასზე უფროსი, განქორწინებული, შავკანიანი ქალი.

არსებობს ვერსია, რომ პრინცი ჰენრის ბიოლოგიური მამა არა პრინცი ჩარლზი, არამდენ ჯეიმს ჰევითია, რომელთანაც დაიანას ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს ვერსია არ დასტურდება. ამას არ ადასტურებს არც თავად ჯეიმსი და იგი აცხადებს, რომ როცა დაიანას და მისი ურთიერთობა დაიწყო, ჰენრი უკვე დაბადებული იყო

პრინცი ჰარი ამჟამად მსახიობ მეგან მარკლს ხვდება.

საინტერესო ფაქტები პრინცი ჰარის შესახებ:

1. ავღანეთში გატარებული დროის განმავლობაში, პრინცი ჰარი თითქმის ყოველდღე მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. ის საიდუმლო ვითარებაში ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქ გარმსირში, გილმენდის პროვინციაში იყო განაწილებული. ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები ამ ინფორმაციას ფლობდნენ, მაგრამ პრინცის სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შექმნოდა, ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ ამერიკული ინტერნეტ გვერდის „დრაჯ რეპორტის“ საშუალებით შეიტყო მსოფლიო საზოგადოებამ პრინცის ავღანეთში მსახურობის შესახებ. იმავე დღეს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაედას“ წევრებმა და თალიბებმა განაცხადეს, რომ ყველა ღონეს იხმარდნენ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მოსაკლავად ან გასატაცებლად. მაშინ გენერლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და პრინცი ნაადრევად, სამხედრო კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ხუთი კვირით ადრე, სახლში გააგზავნეს.

2. 2005 წელს ბრიტანელი საზოგადოება შოკში ჩააგდო პრინც ჰარის ქცევამ. სამეფო ტახტის მემკვიდრე ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე ნაცისტური გერმანიის დროინდელი სამხედრო ფორმით მივიდა. სვასტიკით „გალამაზებულ“ კოსტუმში გამოწყობილი პრინცის ფოტოები ტაბლოიდების პირველ გვერდებზე გამოჩნდა და ყველამ ერთხმად დაგმო პრინცის საქციელი. ცნობის გასვლიდან მეორე დღეს, ბუკინგემის სასახლის პრეს-სამსახურის მეშვეობით, პრინცმა ჰარიმ ბოდიში მოუხადა ბრიტანელ საზოგადოებას და ნაცისტური კოსტიუმის ჩაცმა დაუფიქრებელ შეცდომად აღიარა.

3. 17 წლის ასაკამდე პრინცი ჰარი არ ხვდებოდა პაპარაცების ობიექტივში და მისი პერსონით ნაკლებად ინტერესდებოდნენ ჟურნალისტები. ყველასათვის მაშინ ნომერ პირველი „სამიზნე“, მისი უფროსი ძმა უილიამი იყო. ეს ყველაფერი იქამდე გრძელდებოდა, სანამ ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ სოციოლოგიური კვლევა არ ჩაატარა ყველაზე სექსუალური ბრიტანელის გამოსავლენად. ყველასათვის მოულოდნელად, პრინცი უილიამი საერთოდ არ მოხვდა ამ რეიტინგში, ხოლო პრინცმა ჰარიმ მე-11 პოზიცია დაიკავა.

4. რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტში პრინცი ჰარის სკანდალური ფოტოები გავრცელდა, სადაც უელსის პრინცი შიშველია. საქმე ის არის, რომ სასტუმროს აუზზე გართობის შემდეგ, პრინცი თავის მეგობრებთან და სასტუმროში გაცნობილ გოგონებთან ერთად, ბილიარდის სათამაშოდ, საკუთარ ნომერში ავიდა. როგორც TMZ.com წერს, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ბილიარდი ტანსაცმლის გახდაზე ეთამაშათ. როგორც სჩანს პრინცმა თამაში წააგო, რადგან ფოტოებზე, რომლებიც ჟურნალსიტებს ჩაუვარდათ ხელში უელსის პრინცი სრულიად შიშველია.

5. პრინცი ჰარის ინიციატივით დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთათვის საერთაშორისო შეჯიბრება „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) ტარდება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის სამხედროების გუნდს შეუძლია. წელს პრინცი ქართველ სპორტსმენებსაც შეხვდა.

6. პრინცმა ჰარიმ ბრაზილიელ ბავშვებს პარაოლიმპიადაზე დასასწრები ბილეთები უყიდა.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, პრინცი აქცია #FillTheSeats -ში ჩაერთო, რომელიც ღარიბი 10 ათასი ბავშვისთვის ოლიმპიადაზე დასასწრები ბილეთების შეძენას ემსახურება.

7. პრინცი ჰარის ორგანიზატორობით კენსინგტონის სასახლეში საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქვეყნეში აიფ-შიდსით დაავადებული ბავშვების დასახმარებალდ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Coldplay-იმ მიიღი. როგორ ჩანს, პრინცი ჰარი „ქოლდფლეის“ გულშემატკივრების მრავალმილიონიან არმიას მიეკუთვნება. მაშინ, როდესაც ბენდი Up&Up-ს ასრულებდა, პრინცი სცენაზე ავიდა, ჯგუფს მადლობა გადაუხადა, ბავშვების გუნდს შეუერთდა და სიმღერა „ქოლდფლეისთან“ ერთად შეასრულა.

8. ბოლო გამოკითვებით, პრინცი ჰარი ყველაზე სექსუალურ პრინცად დასახელდა

9. პრინცი ჰარი ქველმოქმედებით გამოირჩევა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ომის ვეტერანებს, აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანებსა და იმ ბავშვთა სახლებს, რომელსაც დედამისი პრინცესა დაიანა ეხმარებოდა.

10. პრინცმა ჰარიმ ცნობილ კანადელ მოდელს, ვინი ჰარლოუს ფოტობომბი მოუწყო, რომელმაც დასავლური ტაბლოიდები მოიცვა. როგორც გაირკვა, ვინი და მისი აგენტი, ლონდონის ერთ-ერთ კაფეში სადილობდნენ, მათ უკან კი პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი აღმოჩნდნენ. მოდელი და მისი აგენტი სელფის იღებდნენ, კადრში კი პრინცის გამოჩენას ცდილობდნენ. როგორც ჩანს, პრინცმა ეს შეამჩნია და შედეგიც სახეზეა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42