"ოცნების" დროშა საბავშვო ბაღის შენობაზე და სასკოლო ავტობუსი პოლიტიკური მიზნისთვის-კომისიის დასკვნა
რეგიონები - 16:02, 14 Sep, 2016     2352
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში, საბავშვო ბაღზე „ქართული ოცნების“ დროშის აღმართვის გამო „უწყებათაშორისი კომისიამ“ რამდენიმე პირს პასუხისმგებლობა დააკისრა

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" კომისიიდან აცნობეს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე -

ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს გაფრთხილება-დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა-გაფრთხილება;

ა (ა) იპის ადმინისტრაციამ ზონის უფროსს გამოუცხადა სასტიკი საყვედური

ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა-გაფრთხილება

აღნიშნულ მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი საჯარო მომსახურების ზედამხედველს - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა-გაფრთხილება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგგენელმა განაცხადა რომ რეაგირების სახით, ვინაიდან სააგიტაციო მასალის განთავსება დაუყონებლივ არ იქნა აღკვეთილი საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ, ა (ა) იპი „ლანჩხუთის მუნიციალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის“ ხელმძღვანელისადმი გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა-გაფრთხილება. თავის მხრივ, ა (ა) იპის ადმინისტრაციამ ზონის უფროსს გამოუცხადა სასტიკი საყვედური. ასევე, იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა ზემოაღნიშნულის თაობაზე დროულად არ იყო ინფორმირებული, კიდევ ორი პირის ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა და აღნიშნულ მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი საჯარო მომსახურების ზედამხედველის მიმართ, გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა-გაფრთხილება.

სკოლის ავტობუსის გამოყენებასთან დაკავშირებით კი, განათლბის მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 01 ოქტომბრის #302 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სსიპ ქვიანის საჯარო სკოლის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სარგებლობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სკოლის ბალანსზე არსებული ავტობუსი, რომელიც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე მოსახლეობის ტრანსპორტირების მიზნით.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც 24 აგვისტოს გაიმართა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის მიერ დაყენებული იყო სხვადასხვა საკითხები საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის რამდენიმე ფაქტის თაობაზე. მათ შორის, მან ისაუბრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის შენობაზე „ქართული ოცნების“ დროშის აღმართვის, სკოლის ქვიანის სკოლის ავტობუსით „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მხარდამჭერების გადაყვანის საკითხები.

ორთავე ინფორმაცია ექსკლუზიურად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა.

წყარო: http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=20103





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42