სააპელაციო სასამართლომ „ასავალ-დასავალი“ ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო
სამართალი - 10:52, 14 Sep, 2016     2401

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელი გაზეთ „ასავალ-დასავალის“, მისი რედაქტორისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და დააკისრა ფულადი ჯარიმა - 6000 ლარი - ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.

საქმე ეხება ბანკსა და გაზეთს შორის ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაწყებულ სასამართლო დავას, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მიერ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნებას მოჰყვა.

თიბისი ბანკმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2014 წლის 21 თებერვალს მიმართა. ბანკი და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

ერთწლიანი განხილვის შემდეგ 2015 წლის 11 მარტს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელი და გაზეთს მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების იმავე გვერდებზე უარყოფა დაავალა.

ამის შემდეგ „ასავალ-დასავალმა“ კვლავ გააგრძელა ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება, რასაც “თიბისი ბანკმა” და მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო საჩივრით უპასუხეს.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაზეთის მიერ ცრუ ფაქტების გავრცელებით პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ და დამატებით „ასავალ-დასავალს“, მის რედაქტორსა და ჟურნალისტებს სოლიდარულად 6 000 ლარის გადახდა დააკისრა.

„მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ფულადი ანაზღაურების საკითხიც და მიიღო ადექვატური გადაწყვეტილება. როდესაც მედიასაშუალება მხილებულია მოქალაქის პატივისა და ღირსების შელახვაში, ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაც, რასაც არ პასუხობდა წინა სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება თანხას, სასამართლომ გაითვალისწინა „მსუსხავი ეფექტის“ ალბათობა და გაზეთს ის თანხა დააკისრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა მისი არსებობის საკითხს,“- აცხადებს თიბისი ბანკის ადვოკატი ქეთი ქვარცხავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42