თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცესკო-ს საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა.
მოსამართლემ ცესკო-ს გადაწყვეტილება ბათილად ცნო, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ბლოკი რეგისტრაციიდან მოიხსნა.
დღევამდელ პროცესზე დაკმაყოფილდა კიდევ ერთი სარჩელი საარჩევნო კომისია ვალდებულია, “მრეწვლეები- ჩვენი საქართველო” იმ საარჩევნო სიით დაარეგისტრიროს, რაც საარჩევნო ბლოკმა ცესკო-ში წარადგინა.
საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ობიექტურს უწოდებს.
მან "ნიუპოსტს" განუცხადა, რომ ცესკო პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.
"სამართლიანი გადაწყვეტილებაა, ჩვენი სია იყო უნაკლო, იყო ხელმოწერილი და დამოწმებული ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა. გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას - განაცხადა გოგი თოფაძემ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, ეს გადაწყვეტილება ორი დღის შემდეგ შევა ძალაში.
მასალის გამოყენების პირობები






