ხაშურის მუნიციპალიტეტში ტრადიციული ფესტივალი „ოქროს შემოდგომა - 2016“ გაიმართა
რეგიონები - 18:06, 12 Sep, 2016     1904
10 და 11 სექტემბერს ხაშურსა და სურამში ტრადიციული ფესტივალი „ხაშური - ოქროს შემოდგომა - 2016“ გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. საზეიმო ღონისძიებები ხაშურის ქალაქის პარკში დილიდან დაიწყო. ჩატარდა გოგონათა რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, ქალაქის ქუჩებში მოეწყო საზეიმო მსვლელობა, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების, ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენები და ადგილობრივი პროდუქციის დეგუსტაცია. საინფორმაციო სტენდი მოაწყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმაც.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძემ ყაზბეგის ქუჩაზე ახალი სკვერი გახსნეს. ტრადიციულად, ფესტივალზე დაჯილდოვდნენ ხაშურის საპატიო მოქალაქეები. გაიმართა წარჩინებული სტუდენტების, ვეტერანი და პერსპექტიული სპორტსმენების დაჯილდოება.

საღამო დაასრულა ფესტივალზე სპეციალურად მოწვეული ჯგუფის, „ეგარის“ და ადგილობრივი „Spam Jam“-ის კონცერტმა.

ფესტივალს სტუმრობდნენ შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი.

ტრადიციულად, ფესტივალის საპატიო სტუმრები იყვნენ ხაშურთან დამეგობრებული ქალაქების, ნოვოგრად-ვოლინსკი (უკრაინა), რადვილიშკისი (ლიტვა), ბაუსკა (ლატვია), ჰედემორა (შვედეთი), გორკი (ბელორუსი) ტარნოვი (პოლონეთი) წარმომადგენლები.

ღონისძიებებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გადაინაცვლა, სადაც ცნობილი უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და ნოვოგრად-ვოლინსკის რადას თავმჯდომარემ ვიქტორ ვესელსკიმ ხელი მოაწერეს ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ნოვოგრად-ვოლინსკის რადას შორის პარტნიორობის გაგრძელების შესახებ მემორანდუმს. ღონისძიებები ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული კონცერტით დასრულდა. „ლესიაობის“ დღესასწაულს საპატიო სტუმრის რანგში სტუმრობდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ნაზაროვი.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრადიციული ფესტივალი „ხაშური - ოქროს შემოდგომა 2016“ ხაშურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42