"ჩვენი საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და ის განიხილება უზენაეს სასამართლოში, მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას ჩვენი პირველი გამარჯვება და ვუსურვო საზოგადოებას და ჩვენ თავსაც მომავალი გამარჯვებები ჩვენს საქმეშიც და საერთო საქმეშიც, რომელსაც ქვეყნის აღმშნებლობა ქვია. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და დღევანდელი შედეგი ცხადყოფს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი როდესაც ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა და მთელი სახელმწიფო მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს. არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც არსებული „დაკვეთილი სასამართლოების“ წესს გადაუხვევენ. მე მადლობას ვუხდი და ვულოცავ მოსამართლეებს იმ გამბედაობას, რომელიც მათ გამოიჩინეს. მათ ნამდვილად კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ის ნამდვილად არაა უნაკლო, ერთ-ერთი პუნქტი არის პრობლემატური. კერძოდ სასამართლომ ჩვენი საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაადგინა , ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლომ უნდა მისდიოს ზოგად წესს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ძალიან კომპლექსურია და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისაა. ეს არ არის დავა მხოლოდ მხარეეებს, ან სახელმწიფოსა და ჩვენ შორის. ეს არის დავა, რომელიც აინტერესებს 100 ათასობით ადამიანს და ჩვენ ვგეგმავთ სასამართლო პროცესების მათთვის ჩვენებას, როგორც ვაკეთებდით პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოში. ეს არის საქმე , რომელშიც მხარეთა ახსნა-განმარტებები ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ წერილობითი დოკუმენტაციის წარდგენა, ჩვენ ვფიქრობთ, არ იქნება საკმარისი. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, რომ დანიშნოს საქმის ზეპირი განხილვა და ამ განხილვაზე ჩვენ, მათ შორის მეც, მოგვეცეს ჩვენი პოზიციების წარდგენის , ხოლო საზოგადოებას მიეცეს ამის ხილვის საშუალება. მე ვფიქრობ რომ ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილების ღირსია და ამ შუამდგომლობით აუცილებლად მივმართავთ უზენაეს სასამართლოს.
გილოცავთ, რუსთავი2-მა გაიმარჯვა, გაიმარჯვა მაყურებელმა, არასამთავრობო სექტორმა, იმ თავმოყვარე პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც თავის პოზიციას მკაფიოდ აფიქსირებდნენ და გაიმარჯვა რაც მთავარია ამ ეტაპზე ქართულმა მართლმსაჯულებამ. მართლმსაჯულების და ქვეყნის საბოლოო გამარჯვებანდე დარჩენილია გადაწყვეტილება, რომლითაც საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდება სრულად“- განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საკასაციო სარჩელი წარმოებაში დღეს მიიღო
მასალის გამოყენების პირობები






