"თავში ძლიერად დამარტყეს, მათრიეს და იარაღი ჩამიდეს" - ოჯახიშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
სამართალი - 17:11, 09 Sep, 2016     6405
იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული 27 წლის სპორტსმენს მინდია ოჯახიშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ოჯახიშვილს ბრალი დაუძიმდა, მართლმსაჯულება ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებიან.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, მოგვიანებით დაკავებულის დედა შეუძლოდ გახდა.

ოჯახიშვილების ინფორმაციით, 27 წლის ახალგაზრდას პოლიციამ იარაღი ჩაუდო, და ფიზიკურად გაუსწორდა.

განცხადება სასამართლო დარბაზშივე გააკეთა თავად მსჯავრდებულმაც:

"პატრულის ეკიპაჟმა გამაჩერა, შემდეგ კი ორი პოლიციელი მოვიდა, ერთმა კარი გამოაღო და მითხრა - ჩაჯდა მანქანაში და ხელები დააწყე საჭესთან. 15 წუთში მოვიდა პოლიციის რამდენიმე მანქანა და ბევრი პოლიციელი. ჩემს მანქანასთან მოვიდა ერთ-ერთი, გამოაღო ჩემი მხრიდან კარი და ძლიერად დამარტყა თავში, რის გამოც ინერციით გადავწექი მეორე სავარძლისკენ. ამ დროს ვიგრძენი, რომ მაისურს მიღმა რკინის მეტალი შემეხო. ვიყვირე, ბიჭო, რას მიკეთებთ. ამ დროს ერთმა კისერზე მომქაჩა, ერთმა ფეხზე, მანქანიდან გადათრევის დროს თავი მიმარტყმევინეს, რის გამოც წამიერად გონებაც დავკარგე, ჩავვარდი ძირს, ვყვიროდი იარაღს რატომ მიდებთ. ამ დროს მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჰაერში ამწიეს როგორც მიცვალებულს ასწევენ ისე ვყავდი რვა პოლიციელს ჰაერში ატაცებული. ვყვიროდი, გარშემო მყოფ ხალხს ვეუბნებოდი, რომ იარაღს მიდებდნენ და დამხმარებოდნენ", - აღნიშნა მინდია ოჯახიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42