ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ სასამართლოზე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ზეწოლა მიმდინარეობს, რაც მოსამართლეებს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მირებაში ხელს უშლის.:
„მე მინდა გამოვააშკარავო ის ადამიანი, რომელიც სასამართლოს ანგრევს შიგნიდან და ასრულებს ხელისუფლების უმძიმეს დაკვეთებს. მოგეხსენებათ მეორე ინსტანციაში ეს იყო ვალერი ცერცვაძე, შეარჩია სამი ლოიალური მსამართლე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ეს დაკვეთა სახელმწიფოს მან შეუსრულა. უზენაეს სასამართლოში ხელისუფლების წარმომადგენელი არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც არის უზენაესი სასამართლოს ავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ასევე სახელმწიფოს წარმომადგენელი, გულდაწყვეტით და სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ ბატონი ცერცვაძე და ბატონი ჩინჩალაძე ხელისუფლებას წარმოადგენდნენ მაშინაც, სამწუხაროდ სასამართლო მაშინდელი ხელისუფლებისგან არ იყო დამოუკიდებელი და დღეს ისინი სრული მოცულობით პორტირებულნი არიან ოცნების ხელისუფლებაში და ახორციელებენ კიდევ უფრო საშინელ საქმიანობას, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა. ასეთ მნიშვნელოვანს აქმეზე ბატონი ჩინჩალაძე არ აძლევს შესაძლებლობას საქმის განმხილველ კოლეგიას მიიღონ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც კანონს და კონსტიტუციას შეესაბამება, მაგრამ არ შეესაბამება სახელმწიფოს, ბიძინა ივანშვილის ინტერესებს და ბატონი ჩინჩალაძის ინტერესებს“, - განაცხადა გვარამიამ.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ჩინჩალაძე ხელისუფლებასთან ივანე ზარდიაშვილის მეშვეობით კონტაქტობს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩასმულია კონტროლის პალატაში და ამ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენს.
„ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ივანე ზარდიაშვილი არის ოცნების საარჩევნო სიაში, შეიძლება ვცდები, მაგრამ ამის გადამოწმება შეიძლება. ბატონი ზარდიაშვილი არის ჩინჩალაძის მეჯვარე, იგი მთლიანად არის ჩასმული კონტროლი პალატაში და ოცნების პოლიტიკურ ინტერესენს რომ წარმოადგენს ეს ისედაც ცნობილია. ვბატონი ჩინჩალაძის მეუღლე მარიკა მარიკაშვილი არის ზარდიაშვილის თანამშრომელი, მან წაიყვანა იქ და იღებს 2500 ლარს იმისთვის, რომ არ დადის სამსახურში, არავის იქ არ უნახავს და ხელფასს იღებს რეგულარულად. ეს ოჯახი თავისი ბიზნესებით მთლიანად არის შეზრდილი ხელისუფლებასთან, აკავშირებს მასთან ფინანსური ინტერესები, რასაც აუცილებლად გამოვიკვლევთ. ბატონ ჩინჩალაძეს ვპირდები, რომ ის აუცილებლად აღმოჩნდება ციხეში კორუფციისთვის და სასამართლოზე ზეწოლისთვის“, - განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






