შსს-მ ოჯახიშვილის ახლობლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სამართალი - 17:59, 07 Sep, 2016     6115
შინაგან საქმეთა სამინისტრო 27 წლის მოჭიდავეს მინდია ოჯახიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც "ნიუპოსტს" უწყებიდან აცნობეს, დაკავებულს ხეულზე მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
"შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1988 წელს დაბადებული მინდია ო. ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ BLOW COMPACT MOD. 2002“-ის მოდელის პისტოლეტი და 6 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 1,3128 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. დაკავებულს მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მას ჯანმრთელობის პრობლემები და ასევე, სხეულზე მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, მისი საავადმყოფოში დარჩენის საფუძველი არ არსებობდა"- აღნიშნავენ შს უწყებაში.
რაც შეეხება ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს ეზოში მომხდარ ფაქტს, უწყება აცხადებს, რომ ოჯახიშვილის ახლობლემა ექიმი სცემეს, შესაბამისად უწყებამ ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო.
"პარალელურად, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში შეიკრიბნენ მინდია ო.-ს ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც დაკავებულის ნახვას ითხოვდნენ, რაც კანონით აკრძალულია. სამართალდამცველებმა ბრალდებული კლინიკიდან გაწერის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ბრალდებულის ახლობლები საავადმყოფოში შეიჭრნენ. სამედიცინო პერსონალის განმარტების შემდეგ, რომ დაკავებული უკვე აღარ იმყოფებოდა კლინიკაში, ისინი სიცრუეში დაადანაშაულეს და ერთ-ერთ ექიმს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ექიმის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო"- ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42