„დავაყენებთ შუამგომლობას რომ საქმე ობიექტურმა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ“- განუცხადა „ნიუპოსტს“ ბრალდებულის ადვოკატმა ლევან პატარქალიშვილმა.
როგორც ადვოკატი აცხდებს, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკი მკვლელობის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
„ნათობაძე სოსო ჯოხაძეს საერთოდ არ იცნობდა, შესაბამისად მას არანაირი შეხება არა აქვს მომხდარ მკლველობასთან. რაც შეეხება კადრებს, ამ კადრებში კონკრეტული პიროვნება დადგენილი არ არის. გამოძიებას გარკვეული ჩვენებები აქვს, რომელიც მხოლოდ ვარაუდის საფუძველს იძლევა“-განაცხადა ადვოკატმა.
პატარქალიშვილი ნათობაძისა და ძმებ ჯოხაძეების ნაცნობობასაც უარყოფს.
„ნათობაძე ამბობს, რომ ფეიქრიშვილებთან და ჯოხაძეებთან არანაირი ურთიერთობა არ ქონია მეტიც, ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს"- აღნიოშნა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).
მასალის გამოყენების პირობები






