სოფელ კირიხლოს გაზიფიცირება დასრულდა
რეგიონები - 12:45, 03 Sep, 2016     1291

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.

11 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის შედეგად ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა სოფელში მცხოვრებ 259 ოჯახს.

ქვემო ქართლში „სოკარ ჯორჯია გაზს“ აშენებული აქვს 1,027 კილომეტრიანი სიგრძის გაზსადენი და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს 26 ათას 837 აბონენტს. ამასთან, ქვემო ქართლში, ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 100 ათასი ოჯახი.

წლის ბოლომდე, ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილია 158 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, რომელიც დამატებით 3,434 პოტენციურ აბონენტს მისცემს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.

2016 წლის გაზიფიცირების გეგმის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, „სოკარ ჯორჯია გაზი“ ააშენებს 1,600 კილომეტრი სიგრძის გაზგამანაწილებელ ქსელს და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება დამატებით 40 ათასზე მეტ ოჯახს.

საერთო ჯამში, 2009-2017 წლებში, საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, „სოკარ ჯორჯია გაზს“, აშენებული ექნება 7,000 კმ-ზე მეტი გაზგამანაწილებელი ქსელი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს 250 ათას პოტენციურ აბონენტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42