ქალაქ ოზურგეთში შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიხსნა
რეგიონები - 17:11, 01 Sep, 2016     1674
დღეს ქალაქ ოზურგეთში შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი დაიწყო.

ფესტივალი პრესკონფერენციით გაიხსნა, სადაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნული ფესტივალის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

,,მეამაყება, რომ დღეს ჩვენი ქალაქი მასპინძლობს ფესტივალს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. სიმბოლურია, რომ ფესტივალი ქალაქ ოზურგეთში - ფოლკლორის ქალაქში გაიხსნა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია, ვიმედოვნებ, რომ გურია და გურულები ფესტივალის მონაწილეებს ღირსეულ მასპინძლობას გავუწევთ“- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ
ჯემალ ჭკუასელი, ლოტბარი:
,,მოგეხსენებათ, გურული სიმღერა მუსიკალური ფოლკორის უნიკალური მოვლენაა, ქართული ხალხური სიმღერა და კერძოდ, გურული ფოლკლორი მსოფლიოს ხალხთა მუსიკალური აზროვნების შედევრადაა აღიარებული, გამომდინარე აქედან, ფესტივალის გურიაში ჩატარებით, ვფიქრობ, სიმღერამ ადგილის დედა იპოვა“ .
საფესტივალო ღონისძიებების პირველი დღე ოზურგეთის დრამატულ თეატრში გურიის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა, გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროც შეუერთდა და დამთვალიერებელი საინფორმაციო კუთხესთან მიიწვია.
ხვალ ფესტივალი ჭადრების ბაღში გაგრძელდება, სადაც იტალიის, შვეიცარიის, თურქეთისა და სომხეთის ფოკლორული ანსამბლები იქნებიან წარმოდგენილნი. 3 სექტემბერს კი ფესტივალი შეკვეთილში ,, Black Sea Arena-ზე“ გალა -კონცერტით დაიხურება.
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ,, Black Sea Arena”-ს მხარდაჭერით იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42