სახალხო დამცველმა ორსულობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა
სამართალი - 17:54, 31 Aug, 2016     3483

2016 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ახალ მზერას“ რეკომენდაციით მიმართა, რომლითაც ორსულობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის უწყება განცხადებას ავრცელებს:

განცხადების თანახმად, შპს „ახალ მზერაში“ დასაქმებულ ქალს დასაქმებიდან 1 წლის შემდეგ ორსულობის მიზეზით შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ, მან სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას დაუშვა შეცდომა, რომლით გამოწვეული ზიანი საკუთარი ხელფასიდან აანაზღაურა.

მოპასუხის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 1 ივნისს შრომითი ხელშეკრულების ვადა უმთავრდებოდა კლინიკის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, განმცხადებელს. მოპასუხემ მიუთითა, რომ განმცხადებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განპირობებული იყო მის მიერ საქმის არაჯეროვნად შესრულებით და ხელშეკრულების ვადის გასვლით.

ზოგად ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით, სახალხო დამცველმა შპს „ახალ მზერას“ მიმართა, მისთვის მოეწოდებინა სხვა დასაქმებულთა პირადი საქმეები, მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების და დისციპლინური სახდელების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებების ჩათვლით, თუმცა, მოპასუხემ აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ასევე იმსჯელა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტზე. სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტების საფუძველზე, წარმოიშვა დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდი, რის შემდეგაც, იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაციას არ ჰქონია ადგილი, გადადის მოპასუხეზე. „დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდი“ ნიშნავს, რომ განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ იგი, რომელიმე აკრძალული ნიშნის საფუძველზე, დაექვემდებარა განსხვავებულ მოპყრობას. მოპასუხე მხარეზე მტკიცების ტვირთის გადატანა კი გულისხმობს, რომ მოპასუხემ სახალხო დამცველს უნდა წარმოუდგინოს ისეთი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც წარმოადგენს განსხვავებული მოპყრობის ობიექტურ და გონივრულ გამართლებას.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია განმცხადებელთან შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის და მის მიერ საქმის არაჯეროვნად შესრულების შესახებ ცნობილი იყო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან, რა დროსაც წარმოიშვა დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდი, შესაბამისად, აღნიშნული ვერ გააქარწყლებდა დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტიტუტების პრაქტიკას, რომლის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ შრომით ურთიერთობებში დასაქმებული დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფება, არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლების მიერ მოკლევადიანი ხელშეკრულებების დისკრიმინაციის შესანიღბ ინსტრუმენტად გამოყენების მაღალი რისკი არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა დაადგინა პირდაპირი დისკრიმინაცია ორსულობის ნიშნით და მიმართა შპს „ახალ მზერას“ აღმოფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი და აღადგინოს სამუშაო ადგილზე; ასევე, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით." -აღნიშნულია ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42