საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე თავდასხმას იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებით ეხმაურება
სამართალი - 16:13, 31 Aug, 2016     2875
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს:

"2016 წლის 26 აგვისტოს, გონიოში, საზოგადოებრივი თავშყრის ადგილზე, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს. თავდასხმა უკავშირდებოდა მოსამართლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.

აღნიშულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, გმობს ამ ფაქტს და შეახსენებს საზოგადოებას, რომ მოსამართლის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების არსებობა და სამართლის უზენაესობის პრინციპის ცხოვრებაში გატარება. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მოსამართლის წინააღმდეგ განხორციელებული ანგარიშსწორების ფაქტი წარმოადგენს არა მარტო ინდივიდუალური მოსამართლის უფლებების უხეშ დარღვევას, არამედ, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, საკუთრივ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ფუძემდებლურ პრინციპზე თავდასხმას. იგი განუზომელ ზიანს აყენებს მთელ სასამართლო სისტემას, მის პრესტიჟს, ავტორიტეტს და მისდამი ხალხის ნდობას.

მოსამართლის მიერ სამოსამართლო ფუნქციების ჯეროვნად განხორციელება დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შიდა თუ გარეშე ზეწოლის, მუქარისა თუ ანგარიშწორების შიშის გარეშე უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესია, რომლის დაცვა სახელმწიფოს ევალება, მაგრამ რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია მთელი საზოგადოების ძალისხმევისა და შეგნებული პასუხისმგებლობის გარეშე.

სამართალწარმოების შედეგით უკმაყოფილო მხარეს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ხელთ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგების კანონიერებისა და სამართლიანობის გადასინჯვის პროცესუალური შესაძლებლობანი სააპელაციო და საკასაციო გასაჩივრების მეშვეობით. მოსამართლის ცალკეული ქმედებისა თუ საქციელის გაპროტესტება შესაძლებელია დისციპლინური მექანიზმების გამოყენებით; დამატებით, საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ნებისმიერ პირს, უფლება აქვს თავისი დარღვეულად ნაგულვები უფლებების გამო საკითხი აღძრას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე. ყველას მოვუწოდებთ, თავიანთი უფლებების დასაცავად გამოიყენონ არსებული კანონიერი პროცესუალური საშუალებები, თავი შეიკავონ მოსამართლეებზე ზეწოლისა და ძალადობისაგან ხელი არ შეუწყონ დემოკრატიისათვის ეგზომ საშიში ტენდენციების ჩამოყალიბებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმედოვნებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დროულად და ეფექტიანად გამოიძიებენ ხსენებულ ინციდენტს და გაატარებენ შესატყვის ღონისძიებებს მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის.

ამასთან, საბჭო მოუწოდებს მედიას, არასამთავრობო სექტორს, სახელმწიფო თუ სხვა დაინტერესებულ ინსტიტუციებს, თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყონ სასამართლოს როლისა და ფუნქციების სწორად აღქმას საზოგადოებაში, რომელსაც დემოკრატიული ცხოვრების გზა აქვს არჩეული. "- აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42